ISO 22000 შეფასების პირველი ეტაპი თხილის გადამამუშავებელ საწარმოებში

2016 წლის 10-12 აგვისტოს თხილის გულის გადამამუშავებელ საწარმოებში ISO 22000:2005 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტორული შეფასება ჩატარდა.


პროექტი ხორციელდება "ISO Consulting"-ის მიერ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია "სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა" და USAID-ის "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (REAP) შორის.



ეს გახლდათ აუდიტორული შეფასების 1-ლი ეტაპი, რომელიც განხორციელდა ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd's-ის მიერ.


აუდიტი მოიცავდა სურსათის უვნებლობის იმ კრიტიკული ელემენტების შეფასებას, რომლებიც მნიშვნელოვანია ისო 22000 სტანდარტთან შესაბამისობის დასადასტურებლად სერტიფიკაციის 1-ლი ეტაპისთვის. შეფასდა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტრუქტურა, სურსათის უვნებლობის პოლიტიკა და მიზნები, HACCP გეგმა და კონტროლის ღონისძიებები, წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები.


__________________________________________________________


გთავაზობთ Lloyd's-ის აუდიტორის კომენტარებს საწარმოების ვიზიტის შემდეგ:


"კომპანია "GEODEMO" შთამბეჭდავი საწარმოა, ძალიან დიდი შრომაა დახარჯული. იშვიათია ნახო ასეთი კარგი დიზაინის თხილის გულის გადამამუშავებელი საწარმო. მჯერა, ორგანიზაცია შეძლებს დააკმაყოფილოს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები და მიაწოდოს ხარისხიანი და უვნებელი სურსათი მსოფლიოს მასშტაბით".


"კომპანია "NUTINVEST"-ში იგრძნობა ხელმძღვანელობის განსაკუთრებული დამოკიდებულება პროდუქციის ხარისხისა და უვნებლობის მიმართ. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საბოლოო სასერტიფიკაციო აუდიტამდე."

__________________________________________________________



აუდიტის მე-2 ეტაპი დაიგეგმა სექტემბრის ბოლოს, როდესაც კომპანიებს მოეთხოვებათ სტანდარტთან სრული შესაბამისობა. კომპანია "GEODEMO" და "NUTINVEST" თხილის გულის გადამამუშავებელი საწარმოები და მსხვილი ექსპორტიორები არიან ევროპის ქვეყნებში. ISO-ს სტანდარტთან შესაბამისობით, ისინი კიდევ უფრო განავითარებენ წარმოებას და ბიზნესს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.


ISO Consulting მადლობას უხდის საწარმოს მენეჯმენტს შედეგიანი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე "სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა" და "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (USAID/REAP) პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის.


ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე შესაღწევად და ადგილის დასამკვიდრებლად.




ISO Consulting - ადმინისტრაცია.




თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.