top of page

კომპანია "ARIC GROUP" ისო 9001:2015 სერტიფიცირებისთვის ემზადება

"ISO Consulting" ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურების პროექტს, რომლის ფარგლებში კომპანია "ARIC GROUP"-ში განხორციელდება ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა. ასევე ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც დაეხმარება კომპანიას წარმატებულად განახორციელოს სტანდარტის მოთხოვნების დანერგვა ორგანიზაციაში.


კომპანია "ARIC GROUP" საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს: სასოფლო-სამეურნეო, აგრომრეწველობა და ეკოტურიზმი.


კომპანიას უკვე გაშენებული აქვს ვენახები და ხილის ბაღები, ასევე დაგეგმილი აქვს საქართველოსთვის ახალი კულტურის, ფსტას პლანტაციის გაშენება.


მეორე მიმართულებაა აგრომრეწველობა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომელიც წელიწადში 4 მლნ ბოთლს გამოუშვებს. გარდა ამისა, აშენდება მშრალი ხილისა და ფსტის გადამამუშავებელი საწარმოები.


მესამე მიმართულებას წარმოადგენს ეკოტურიზმი. ფერმის ტერიტორიაზე დაგეგმილია 5 ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობა. ტურისტებს კომპანია შესთავაზებს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა, სკაიდაივინგი, გოლფი, პოლო, ცხენებით ჯირითი და სხვა. აღნიშნული ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება.


"მადლობას ვუხდით კომპანია "ARIC Group"-ის ხელმძღვანელობას იმ ნდობისათვის, რომელიც გამოიჩინეს ჩვენს მიმართ. ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ახლად ჩამოყალიბებული ბიზნეს ჯგუფის დასახმარებლად და მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივმართოთ კომპანიის ამბიციური მიზნების მისაღწევად", განაცხადა პროექტის მენეჯერმა ივანე დიდბერიძემ.

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page