top of page

PEPSI - სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების გაზომვა

კომპანია "იბერია რეფრეშმენტს - პეპსიკო ბოთლერს ჯორჯიას" მენეჯერებისთვის ჩატარდა თემატური ტრენინგი "სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების შეფასება".


აღნიშნული ტრენინგი, რომელიც მოდიფიცირდა სპეციალურად კომპანია "იბერია რეფრეშმენტისთვის", წარმოადგენს ერთ-ერთს Lloyd's-ის "ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგების" ციკლიდან.


ტრენინგს ესწრებოდნენ კომპანიის ზედა რგოლის მენეჯერები. ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განესაზღვრათ კომპანიის დაინტერესებული მხარეები, მათი მოთხოვნები და მოლოდინი, გაცნობოდნენ საქმიანობის შედეგების გაზომვის მნიშვნელობას, დაედგინათ მაჩვენებლების პოტენციური წყაროები, განესაზღვრათ შედეგების გაზომვის კრიტერიუმები, დაედგინათ კავშირი საქმიანობის შედეგების გაზომვასა და ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს შორის.


ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა დაადგინეს მათ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობის და პროცესების გაზომვის კრიტერიუმები და დაბალანსებული მაჩვენებლების ბარათები (KPIs & Balanced score cards). აგრეთვე ჩამოუყალიბდათ ხედვა, როგორ შეედგინათ თავიანთი ორგანიზაციის "საქმიანობის მაჩვენებლების პანელი".

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად