„რისკზე დაფუძნებული ხედვა“ - რას მოითხოვს განახლებული ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტი
განახლებულ ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტში მოცემულია „რისკებზე დაფუძნებული ხედვის“ კონცეფცია, რომელზეც შეუძლებელია თქვა, რომ ეს ის სიახლეა, რომელიც ჯერ არასოდეს ყოფილა სტანდარტის მოთხოვნებში.
ისო 9001 მისი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის ითვალისწინებდა პრევენციულ მიდგომას მენეჯმენტის სისტემაში არსებული პრობლემების მიმართ. ისო 9001 სტანდარტი იყო და რჩება ხარისხის უზრუნველყოფის და ხარისხის მენეჯმენტის ინსტრუმენტად.
ისო 9001 სტანდარტის 2015 წლის ვერსიაში ეს საკითხი უფრო მკაფიოდ არის გადმოცემული, რადგან სხვა მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მსგავსად, შემოაქვს ცნება „რისკზე დაფუძნებული ხედვა“. სტანდარტში არსებობს რამდენიმე მინიშნება, რომლის საშუალებით სტანდარტი მხარს უჭერს პრევენციას და რისკზე დაფუძნებულ ხედვას:
სტანდარტის მომხმარებლებს მოეთხოვებათ დაადგინონ ორგანიზაციაში და მის გარეთ არსებული ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათზე, შემდეგ კი, მონიტორინგი გაუწიონ ამ ფაქტორებს და მზად იყვნენ გაზარდონ ნებისმიერი წარმოქმნილი შესაძლებლობა ან შეამცირონ და მართონ ნებისმიერი რისკი;
მკაფიოდაა ხაზგასმული წინასწარი დაგეგმვის საჭიროება. შესაბამისად, ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ფოკუსირება იმ საქმიანობაზე, რომელიც მათ სჭირდებათ წარმატების მისაღწევად;
მეტად ხაზგასმულია მონიტორინგი და გაზომვები, აქედან გამომდინარე, ორგანიზაციები მიიღებენ ადრეულ სიგნალს იმ საკითხებზე, რომლებიც არ სრულდება დაგეგმილის შესაბამისად.
ამავდროულად, ისო 9001:2015 სტანდარტში ნაკლებად არის საუბარი, რომ ორგანიზაციებმა პროცესების კონტროლისთვის გამოიყენონ „რისკებზე დაფუძნებული ხედვა“. ეს ლოგიკურია, რადგან მაღალი რისკის მქონე პროცესებს სჭირდებათ უფრო მკაცრი და ზუსტი კონტროლი და მონიტორინგი, ხოლო დაბალი რისკის მქონე პროცესებს სჭირდებათ ნაკლები ფორმალობა კონტროლისთვის.
ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტში გამოყენებულმა „რისკზე დაფუძნებული ხედვის“ კონცეფციამ შესაძლებელი გახადა ზოგიერთი დირექტიული მოთხოვნის შემცირება და მათი ჩანაცვლება საქმიანობაზე დაფუძნებული მოთხოვნებით. ისო 9001:2008 სტანდარტთან შედარებით, უფრო მეტი მოქნილობაა პროცესების, დოკუმენტირებული ინფორმაციის და ორგანიზაციული პასუხისმგებლობების მიმართ მოთხოვნებში.
როგორ უნდა შევცვალო ჩემს ორგანიზაციაში არსებული სისტემა, რათა შეესაბამებოდეს ისო 9001:2015 სტანდარტის ამ და სხვა განახლებულ მოთხოვნებს?
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები, ან პირადად გაეცნოთ სტანდარტის მოთხოვნებს ჩვენი განახლებული ტრენინგის „ისო 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება“ გამოყენებით.
ტრენინგის შედეგად თქვენ შეძლებთ:
ახსნათ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების დანიშნულება და ისო 9001 სტანდარტის გამოყენების სფერო;
აღწეროთ მენეჯმენტის სისტემების სტანდარტების თანამედროვე სტრუქტურა და ისო 9001 სტანდარტის შინაარსი;
ახსნათ მიდგომები, რომლებიც საფუძვლად უდევს ისო 9001 სტანდარტს:
პროცესებისადმი მიდგომა;
Plan-Do-Check-Act ციკლი;
რისკებზე დაფუძნებული ხედვა.
აღწეროთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პრინციპები და მათი კავშირი ისო 9001 სტანდარტის შინაარსთან;
გააანალიზოთ ისო 9001 სტანდარტის მოთხოვნები და ახსნათ, როგორ შეიძლება ამ მოთხოვნების შესრულება;
გამოიყენოთ ისო 9001 მოთხოვნები სამუშაო პროცესებში და ახსნათ მათი ურთიერთკავშირი.
ISO Consulting
Professionals for professionals