top of page

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების სამზარეულოს პერსონალის გადამზადება დაიწყო

2016 წლის 5 ნოემბერს თბილისის ბაგა‐ბაღების სამზარეულოებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის "სურსათის ჰიგიენის წესების" ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი ჩატარდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის.


ISO Consulting-ის მიერ გადამზადდება თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს პერსონალი. ამისათვის ჩვენი "სურსათის ჰიგიენის წესების" ტრენინგი მოდიფიცირებულ და ადაპტირებულ იქნა საბავშვო ბაგა-ბაღების თავისებურებებზე. ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვენლოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვნება

  • კონტამინაციის სახეობები და წყაროები,

  • სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებები,

  • სურსათში არსებული საფრთხეები,

  • ბაგა-ბაღების სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენა და სანიტარიის წესები (სამზარეულოს რეცხვა, დეზინფექცია, ნარჩენების მენეჯმენტი, მავნებლების მენეჯმენტი, პერსონალის პირადი ჰიგიენა, ვიზიტორების კონტროლი და სხვა).

ტრენინგს ატარებდა ჩვენი კომპანიის კონსულტანტი, ექიმი-ჰიგიენისტი, მედიცინის PhD, ISO 22000 წამყვანი აუდიტორი და ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის ტრენერი მზია კუზნეცოვა.

სამომავლოდ დაგეგმილია ბაგა-ბაღებში HACCP პრინციპების რეალიზება, რომელიც მოიცავს სამზარეულოში პროცესების კონტროლის მეთოდების განსაზღვრას და უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის უვნებელი სურსათის მისაწოდებლად.


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page