top of page
Writer's pictureVano Didberidze

კომპანია "IBERIA FRUITS" - სწრაფი განვითარება საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად

შპს "იბერია ფრუიტს“ კიდევ ერთი მცირე საწარმოა, რომელიც შეიქმნა "აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში. მათი წარმოება სხვა ხმელი ხილის მწარმოებელი კომპანიებისაგან იმით გამოირჩევა, რომ ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გადამუშავებას და მიწოდებას ახორციელებს საერთაშორისო ბაზარზე. მათი ძირითადი საექსპორტო პროდუქტი სხვადასხვა სახეობის ველური ხილი და მცენარეებია, რომელიც მრავლად მოიპოვება კავკასიონის ფერდობებზე და წლების განმავლობაში გამოუყენებელ, აუთვისებელ ეკოლოგიურად სუფთა რესურსს წარმოადგენდა.



წარმოების ეტაპები ეფუძნება ეკოსისტემის ღირებულებების შენარჩუნებას, რაც მათი ძირითადი კლიენტის, გერმანული კომპანია „Martin Bauer Group“-ის მიერ მოწოდებული შიდა სტანდარტებით განისაზღვრება.


ამჟამად კომპანიაში მიმდინარეობს ისო 22000:2005 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა". 2016 წლის 15 ნოემბერს კომპანიაში ჩატარდა წინასწარი სასერტიფიკაციო შეფასება ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია "Lloyd's Register" მიერ.

_____________________________

კოტე ხუციძე, შპს „იბერია ფრუიტსის“ დირექტორი:

„კომპანია 2014 წელს დავაფუძნეთ, თუმცა საწარმოს მშენებლობა 2016 წლის აპრილის თვეში დავიწყეთ, ხოლო ივლისში ნედლეულის პირველი პარტია მივიღეთ და გადავამუშავეთ. პარალელურად, ვიზრუნეთ საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზეც, რადგან ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზარზე შეღწევისა და წარმატებისათვის. გვინდა ჩვენი პატივისცემა და მადლობა გამოვხატოთ კომპანია „ISO Consulting"-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიმართ, რომლებმაც ჩვენი კომპანიის მცირე რესურსები და მოკლე ისტორია საოცრად სწრაფად და კომფორტულად შეუთავსეს სტანდარტის მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჩვენს წარმოებაში გამოყენებით, პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“.


Mr. Periklis Tzamalis - Agricultural Engineer, FSMS Lead Auditor and GlobalG.A.P. Scheme Manager:

„It is very clear that company is trying to meet ISO standard requirements. In a very short time they could implement most of recommendations given by the consulting company during the GAP ANALYSIS. The Top management is highly committed to get high quality products, the employees are involved and trying to improve the activities, however till now there is a need of improvement the system as well as infrastructure. This pre-evaluation result able me to think that company has ability to get ready for final certification audit in a short time."

_____________________________


ISO Consulting მადლობას უხდის შპს "იბერია ფრუიტის“ ხელმძღვანელობას საუკეთესო თანამშრომლობისათვის, რადგან შეზღუდული რესურსებით მათ ნამდვილად უმოკლეს ვადებში შეძლეს სისტემის სრულყოფა.



კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page