top of page

ხორცის და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება - სიახლე ქართულ საკანონმდებლო სივრცეში

2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ" (დადგენილების წასაკითხად გადაიწერეთ PDF ფაილი).


დადგენილება განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.

ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად:


ხორცი - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად, მსხვილფეხა საქონლის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის) ყველა სახის პროდუქტი.


ხორცის პროდუქტი - გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ხორცის გადამუშავებით ან გადამუშავებული ხორცის შემდგომი გადამუშავებით ისე, რომ ხორცის გადანაჭრის ზედაპირს აღარ ახასიათებს ახალი ხორცისათვის დამახასიათებელი ნიშნები;

ეტიკეტირება - ეტიკეტის მიმაგრება უშუალოდ ხორცის ცალკეულ ნაჭერზე ან ნაჭრებზე ან მათ შესაფუთ მასალაზე, ან შეუფუთავი ხორცის შემთხვევაში − რეალიზაციის (გაყიდვის) პუნქტში


ეტიკეტირება - ეტიკეტის მიმაგრება უშუალოდ ხორცის ცალკეულ ნაჭერზე ან ნაჭრებზე ან მათ შესაფუთ მასალაზე, ან შეუფუთავი ხორცის შემთხვევაში − რეალიზაციის (გაყიდვის) პუნქტში მომხმარებლისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ან სხვა თვალსაჩინო, ადვილად აღსაქმელი ფორმით.


ტექნიკური რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს შემდეგ ტერმინებსაც: ხორცის ანაჭერი (ტრიმინგი), გატარებული ხორცი, დაჭრილი ხორცი, პარტია, საცალო ვაჭრობა, საბოლოო მომხმარებელი და სხვა.


ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სავალდებულო ეტიკეტირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა, ერთი მხრივ, ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს, ხორცის ნაჭრებსა და ცალკეულ ცხოველს შორის, მეორე მხრივ, თუ შესაძლებელია, ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის სარწმუნოობის (უტყუარობის) შემოწმებით კავშირის დადგენა ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს, ხორცის ნაჭრებსა და ცხოველთა ჯგუფს შორის.


ზემოაღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად, ხორცის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  1. საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ, რაც უზრუნველყოფს კავშირის დადგენას ხორცსა და ცხოველებს შორის. ეს შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია ხორცი;

  2. სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − (ქვეყნის დასახელება), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი);

  3. თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველთა ჯგუფი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა ცხოველის, ცხოველთა ჯგუფის ტანხორცის ან ტანხორცის ჯგუფის დაჭრა;

  4. თუ ხორცი მიღებულია იმ ცხოველისაგან ან ცხოველთა ჯგუფისაგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე, გარდა ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა, მითითებულ უნდა იქნეს სასაკლაოზე ცოცხალი ცხოველის მიმყვანი პირის პირადი ნომერი, იმ შემთხვევაში, თუ ხორცი მიღებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველისაგან, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საყურე ნიშანი.

  5. თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ.

დადგენილება ასევე განსაზღვრავს მოთხოვნებს იმპორტირებული ხორცისა და ხორცის პროდუქტების, გატარებული ხორცის, ხორცის ანაჭერის (ტრიმინგი), დაჭრილი შეფუთული ხორცის და დაჭრილი შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირების თავისებურებებს.


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon