• Vano Didberidze

კომპანია "ალპური" - საქართველოს ალპური ზონიდან

შპს „ალპური“ ერთ-ერთი კომპანიაა იმ ახლად შექმნილ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოებს შორის, რომელიც 2015 წელს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაარსდა და ფუნქციონირება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო.


კომპანიამ პირველი სატესტო პროდუქციის წარმოება 2017 წლის მაისში განახორციელა, ხოლო 19-20 ოქტომბერს უკვე ISO 22000:2005 საერთაშორისო სტანდარტთან სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დემონსტრირება შეძლო.


კომპანიის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის შეფასება ბრიტანული საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანიზაცია "Lloyd's Register"-ის მიერ განხორციელდა.




საწარმო ბორჯომის რაიონში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს, ეკოლოგიურად სუფთა ალპურ ზონაში - სოფელ ჭიხარულაში მდებარეობს, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და მესაქონლეობის ტრადიციით. ნედლი რძის უნიკალური ხარისხი და ბუნებრივად მინიჭებული საგემოვნო თვისებები, კომპანიის მიერ წარმოებული რძის ნაწარმის განსაკუთრებულობას განაპირობებს.


რამაზ გოგოლაძე - შპს „ალპური“-ს დამფუძნებელი: „ქარხანა „APMA“-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, ამასთან, USAID/REAP პროექტმა საშუალება მოგვცა კომპანიის განვითარება ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად გაგვეხორციელებინა და საწარმოო პროცესების დაწყების პარალელურად დაგვეწყო მომზადება ისო 22000 სერტიფიცირებისათვის. მინდა გამოვხატო პატივისცემა „ISO Consulting”-ის კომპეტენტური გუნდის მიმართ, რომელთა მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული დაგვეხმარა, რათა ჩვენთვის სრულიად ახალი მოთხოვნები და გამოწვევები გადაგველახა ხარვეზების გარეშე. მადლობას ვუხდით USAID/REAP პროექტს ამ შესაძლებლობისათვის და მართლაც საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისთვის, ვეცდებით წლიდან წლამდე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ სურსათის უვნებლობის სისტემის ფარგლებში შემუშავებული და დანერგილი საწარმოო და ჰიგიენური პრაქტიკა, კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულებები და გავამართლოთ სისტემის დანერგვაში ჩართული ადამიანების იმედები.“

Mr. Erhan Gür - Food engineer/Lead assessor: “Food Safety Management system is well designed, maintained and includes quality issues. Implementation level of the system is high as procedures and instructions as set are followed. I would like to highlight their good infrastructure - all is shining. Overall very good food safety performance. The system is newly implemented, that's why Top management should keep more efforts for its maintenance and continual improvement. Actually, we'll monitor their improvement for annual bases”.


ISO Consulting მადლობას უხდის კომპანია „ალპური“-ს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის პროცესში აქტიური ჩართულობისა და პროექტის წარმატებით დასრულებისათვის, ვუსურვებთ წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას.


აგრეთვე, მადლობას ვუხდით „APMA“ და USAID/REAP გამოცხადებული ნდობისათვის. განსაკუთრებული მადლობა მათი გუნდის წევრებს - ქალბატონებს ირინე სალუქვაძეს და ნატალია ხარატიშვილს, პროექტის განხორციელების პროცესში მათი ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.



ISO Consulting

პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.


თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.