Lloyd's Register (UK) - ტრენინგი "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის"

5-6 ივნისი, 2019 წელი, სასტუმრო Radisson Blu Iveria.

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register (UK) გიწვევთ ტრენინგზე -

"მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის"

რატომ ეს კურსი?

ISO 9001 შეიქმნა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მოდელი მენეჯმენტის სისტემაში. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებული ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

კურსი არის სახალისო და პრაქტიკული.

წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში.

აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "Lloyd's"-ის მიერ.

წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას.

იხილეთ ტრენინგის პროგრამა.

სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა.

წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის.

ტრენინგს უძღვება Lloyd's Register და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 14 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

ტრენინგის პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.

ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე).

რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 მაისი, 2019 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 472 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).

გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 27 მაისისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.


მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისა და ორიგინალი სერტიფიკატების მიღებისთვის).

ღირებულება მოიცავს:

  • სწავლებას;

  • 40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით;

  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;

  • "Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

  • 2 დღით სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

T: +995 32 210-45-77

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.


თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.