ახალი ISO სტანდარტი ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის დასაცავად
XXI საუკუნე ტექნოლოგიების ერაა. ყოველწიურად იქმნება ახალ-ახალი ჭკვიანი მოწყობილებები, რომლებსაც უამრავი ფუნქცია აქვთ. მაგალითად: ფიტნეს ტრეკერები, ჭკვინი საათები, ჭკვიანი სათვალეები, სმარტფონებს დაემატა კიდევ სხვა უამრავი ფუქნცია თუ შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ასევე, მსოფლიო მასშტაბით სწრაფად მიმდინარეობს ინტერნეტიზაცია - ყოველდღე უამრავი ადამიანი ერთვება მსოფლიო ინტერნეტ ქსელში. რაც დრო გავა პროგრესი კიდევ უფრო დაჩქარდება და ჩვენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო მეტად შეიცვლება. თუმცა, საინტერესოა მაინც სადამდე მივყავართ პროგრესს? რამდენად შეცვლის ჩვენს რეალობას პროგრესის ასეთი სწრაფი ტემპი? ხომ არ გამოიწვევს ყოველოივე ეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების შელახვას, როგორიც პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობაა?
აღნიშნული კითხვები ნამდვილად ლეგიტიმურია და სრულად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და დროთა განმავლობაში ტექნოლოგიური პროგრესის მხარდამხარ კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რადგან ყველა ჭკვიანი მოწყობილობა, რომელსაც ვიყენებთ უკავშირდება ინტერნეტს და აგროვებს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას. მაგალითად ფიტნეს ტრეკერები აკვირდებიან რამდენ კალორიას ვხარჯავთ ყოველდღიურად, სად დავდივართ, რომელი სპორტ დარბაზის მომხმარებლები ვართ. ინტერნეტ ბრაუზერები აგროვებენ ინფორმაციას, თუ რომელ საიტს ვსტუმრობთ, რას ვეძებთ ინტერნეტში. იგივეს აკეთებს ფეისბუქი და კიდევ სხვა სოციალური ქსელები. ამის შემდეგ შეგროვებულ ინფორმაციას ყიდულობენ სხვადასხვა ორგანიზაციები მომსახურებისა თუ წარმოების სფეროში, რადგან აწარმოონ თარგეთირებული მარკეტინგი, ანუ გამოგვიგზავნონ ისეთი სარეკლამო შეთავაზებები, რომლებიც რელევანტური იქნება ჩვენს სურვილებთან თუ ინტერესებთან და ამით მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვების მოცულობა. ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც ინტერნეტ საძიებო სისტემაში მოგიძებნიათ რაიმე პროდუქტი და შემდეგ სწორედ ამ პროდუქტის რეკლამები შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანი თარგეთირებული მარკეტინგია, მაინც არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს ინფორმაცია ზოგიერთმა ადამიანმა ან კომპანიამ არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.
1949 წელს ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორველმა გამოაქვეყნა რომანი "1984" რომლის მოქმედება ვითარდება მომავალში, ბრუტალურ და ანტაგონისტურ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინდივიდს აკვირდება და აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება. ფაქტიურად, ხელისუფლებამ იცის ყოველი მათი ყოველი მოქალაქის ფეხის ნაბიჯიც კი. წიგნის მთავარი გმირი კი ცდილობს როგორმე დაუპირისპირდეს ამ მახინჯ სისტემას და დაანგრიოს ის. მსგავსი სცენარი არც ჰოლივუდური კინოინდუსტრიისთვისაა უცხო - 1982 რიდლი სკოტმა გადაიღო ფილმი "დანის პირზე მორბენალი" ფილმი ცდილობს ასახოს მომავლის სამყარო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ განვითარებულია ტექნოლოგიურად, სავსეა ნეონის განათებებით, ჰოლოგრამებით და მფრინავი მანქანებით, ადამიანმა საკუთარი სახე მაინც დაკარგა, თითოული ინდივიდი იტანჯება გამოუთქმელი მარტოობის გრძნობით და ასახულია ფუტურისტული საზოგადოების ცხოვრების წესის ფსკერი - სადაც ყველაფერს აკონტროლებენ დიდი კორპორაციები და ადამიანები აღარ არიან დაინტერესებულები საკუთარი "მეს" ძიებით, საკუთარი თავის შეცნობით და თვალახვეულნი მიყვებიან ცხოვრების დინებას. მსგავსი სცენარი იშლება 2017 წელს გადაღებული დენის ვილნევის ფილმ "დანის პირზე მორბენალი 2049"-ში, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ რიდლი სკოტის ლეგენდარული ფილმის გაგრძელებად. საინტერესოა, გველის კი ასეთი მომავალი?
*ჯორჯ ორველის რომანის "1984" პოსტერი - დიდი ძმა გიყურებს ("დიდ ძმაში" იგულისხმება ცენტრალური ხელისუფლების ლიდერი, რომელიც აკვირდება და აკონტროლებს ყველა მოქალაქეს)
საბედნიეროდ ასეთი მომავლისგან ნამდვილად შორს ვართ და აღნიშნული ფილმებისა და ორველის რომანში აღწერილი სამყარო დღევანდელ რეალობასთან შედარებით ნამდვილად ფანტასტიკის ფსეროა, რადგან ჩვენი დღევანდელობა აბსოლიტურად სხვანაირია და ამავე დროს არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებების დასაცავად, მათ შორის ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის დაცვისთვის. სწორედ ამ ორგანიზაციების შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც შემუშავებული აქვს არაერთი საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით. ამ სტანდარტებს შორისაა ISO/IEC 29184 სტანდარტიც, რომელის საშუალებით შესაძლებელია ჩვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში იყოს კიდევ უფრო მეტად დაცული და არ მოხდეს ამ ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი გამოყენება.
ასევე, ინფორმაციის დაცვას ემსახურება ISO/IEC 27001 სტანდარტიც, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მიღების შესაძლებლობის ადეკვატური კონტროლი, რათა გარანტირებული იყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის დაცვა. ჩვენ გვყავს საერთაშორისო აუდიტორები, რომლებიც არიან მენეჯმენტის სისტემის ექსპერტები და გააჩნიათ კვალიფიკაციის მაღალი დონე. მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება განახორციელონ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფილი და ობიექტური შეფასება, მოგცეთ რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, გაგრძნობინონ, რომ თქვენი ბიზნეს-ინფორმაცია არის დაცული და შესაბამისად მოიპოვოთ ნდობა სერიოზული ბიზნეს-პარტნიორების მიერ.
დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments