top of page

ISO სტანდარტები და ინოვაცია

ჩვენი დღევანდელი რეალობა ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაციური პროდუქტებისა თუ მომსახურების გარეშე კაცობრიობა ბევრად უფრო ჩამორჩენილი იქნებოდა, ვიდრე ახლა არის. მაგალითად, წარმოიდგინეთ სამყარო სადაც არ არსებობს ინტერნეტი, კომპიუტერი, სმარტფონი, სადაც ჯერ არ დაწყებულა ინდუსტრიული რევოლუცია, არ არსებობს რკინიგზა, ან თუნდაც ჯერ არ შექმნილა დამწერლობა, ბორბალი და ა.შ. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც არ დაბადებულან ისეთი გამომგონებლები და ინოვატორები, როგორებიც იყვნენ თომას ედისონი, ნიკოლა ტესლა, გალილეო გალილეი, ნიკილოზ კოპერნიკი, იოჰან გუტენბერგი და მრავალი სხვა. ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინოვაციები კაცობრიობისთვის განვითარებისა და წინსვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც აუცილებელია ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და წახალისება. და მაინც, რა საშუალებებით უნდა მოხდეს მათი მხარდაჭერა?

სანამ ინოვაციური იდეების მხარდაჭერის გზებზე ვიმსჯელებთ, მანამდე გავერკვეთ თუ მაინც რა არის ინოვაცია? ინოვაცია ესაა პროცესი, რომელიც ახალ იდეებს გარდაქმნის ახალ ბიზნესმოდელებად, პროდუქტად ან მომსახურებად. ინოვაცია ხორციელდება სამ ეტაპად: პირველი ესაა ახალი იდეის განსაზღვრა, მეორე - ამ იდეის განვითარება სათანადო პროცესების მეშვეობით, ხოლო მესამე უკვე ბაზარზე გატანაა. რაც შეეხება ინოვაციების სახეობებს, ვხდებით სამ მათგანს: აქედან პირველი პროდუქტის ინოვაციაა, მეორე ბიზნესმოდელის ინოვაცია და მესამე მომსახურების ინოვაცია.

სწორედ ინოვაციების უდიდესი მნიშვნელობის გამო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები, რომელთა მიზანი ინოვაციების მხარდაჭერა და წახალისებაა. სწორედ ასეთ სტანდარტებს მიეკუთვნება ISO 56000 ოჯახი. სტანდარტების სერიაზე მუშაობდა ISO/TS 279 კომიტეტი, რომლის მიზანიც ისეთი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა, რომელიც ინოვაციურ იდეებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულმა კომიტეტმა უკვე შეიმუშავა სამი სტანდარტი: ISO 56002:2019 ინოვაციური მენეჯმენტის სისტემების სახელმძღვანელო, ISO 56003:2019 ინოვაციური პარტნიორობის მეთოდები და საშუალებები და ISO/TR 56004:2019 ინოვაციური მენეჯმენტის შეფასება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდა ამ სტანდარტებისა კომიტეტი კიდევ 5 ახალ ISO სტანდარტზე მუშაობს.

*სურათზე: ნიკოლა ტესლა კითხულობს წიგნს საკუთარ ლაბორატორიაში

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციების განვითარება და მისი ექპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მრავალი ინოვაციური ქვეყნის მაგალითს. სწორედ ამიტომ შეიქმნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის შექმნა, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა და ა.შ. ასევე, ინოვაციებისთვისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის აუცილებელი ეკოსისტემის ფორმირებისთვის საჭიროა ტექნოპარკებისა თუ ინოვაციური ცენტრების არსებობა. საქართველოში ასეთი სულ 5 ცენტრი არსებობს: თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ახმეტაში და სოფელ რუხში.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page