top of page

ISO 22395 გაიდლაინი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ

2020 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ მძიმე და გამოწვევებით დატვირთული აღმჩნდა: COVID 19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა და 30 ივნისის მდგომარეობით უკვე 10 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა აღნიშნული ვირუსით. მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებსა თუ კვლევით ცენტრებში უკვე აქტიურად მუშაობენ ვირუსის საწინააღმდეგო წამლისა თუ ვაქცინის შექმნაზე და უკვე არსებობს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კვლევის პროცესში. ამავე დროს, ვირუსი ადვილად გადააქვთ მოზრდილებს, ბავშვებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმუნური სისტემა მწყობრში აქვთ. თუმცა ჩვენს გარშემო არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ მოწყვლადნი არიან ვირუსის წინაშე. ასეთ კატეგორიაში შედის 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები ან დასუსტებული აქვთ იმუნური სისტემა. საინტერესოა როგორ უნდა ვიზრუნოთ ასეთ ადამიანებზე?

სწორედ აღნიშნული გამოწვევიდან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO 22395 - სახელმძღვანელო მითითებები საგანგებო სიტუაციებისას დაუცველი პირების დასახმარებლად. აღნიშნული სტანდარტის მიზანია შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომლიოს დახმარებითაც შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციებში დაუცველ ადამიანთა ჯგუფების დახმარება. სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი მდგომარეობის საგანგებო მდგომარეობასთან და გვაძლევს საშუალებას გადავარჩინოთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

ISO 22395 სახელმძღვანელო შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ტიპის ორგანიზაციამ, რომელიც ჩართულია COVID 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

აღნიშნული სახელმძღვანელო შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page