top of page

კომპანია "ჩერი" ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატისთვის ემზადება


,,ISO Consulting”-ის მიერ, 29 ივლისს ყავისა და ჩაის მწარმოებელ კომპანიაში ,,ჩერი“ ჩატარდა ტრეინინგი - ,,HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება“. კურსს უძღვებოდა ტრენერი მზია კუზნეცოვა.


ტრეინინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ HACCP სისტემის დანერგვამდე განსახორციელებელ წინასწარ პროგრამებს, Codex Alimentarius-ის მიერ მოწოდებულ HACCP სისტემის მოთხოვნებს, 12 საფეხურს და 7 პრინციპს, რომლებიც საჭიროა სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში გამოსაყენებლად.


ტრენინგი ადაპტირებული იყოს კომპანიის თავისებურებებზე, ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოემზადებინათ თავიანთი პროდუქტების ტექნოლოგიური სქემა, განეხორციელებინათ საფრთხის ანალიზი და პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა, რომელიც საჭიროა HACCP გეგმის შედგენისას.


ტრეინინგის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის კავშირის განხილვას, რათა მონაწილეებს უფრო მკაფიოდ გაეთვითცნობიერებინათ ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემების სარგებელი.


____________________

ივანე დიდბერიძე, „ISO Consulting“-ის პროექტების მენეჯერი: „უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. წარმოების შენობის ფუნდამენტის ჩაყრიდანვე ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ეკოლოგიის, სურსათის ხარისხის და უვნებლობის მიმართ მოთხოვნები და შესაბამისად დაგეგმა საწარმოს მშენებლობა, მოწყობა და აღჭურვა. ამ მიდგომით კომპანიამ დაზოგა ორმაგი ხარჯები და დრო, რომელიც ხშირ შემთხვევაში იკვეთება ISO სტანდარტებთან ინფრასტრუქტურის შესაბამისობის მისაღწევად. დღეს უკვე, როდესაც საწარმოო პროცესები გამართულია და თანამედროვე ინფრასტუქტურით შესაძლებელია მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება, კომპანიას სურს წარმოების ISO 9001, ISO 22000 და ISO 14001 საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება, რისთვისაც გადაიდგა პირველი ნაბიჯები."


ირაკლი ლომთათიძე, კომპანია „ჩერის“დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი:

"ჩერი - თანამედროვე, ევრო-სტანდარტებით აშენებული პირველი ქართული ყავის საწარმოა, უკვე მე-3 წელია ქართულ ბაზარზე ვართ და გამორჩეულად გემრიელ, მაღალი ხარისხის პროდუქტებს ვქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ISO Consulting-ის პროფესიონალთა გუნდი გვეხმარება დავნერგოთ ISO სტანდარტები ჩვენს წარმოებაში, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი პროდუქციის პრესტიჟს, სანდოობასა და მოთხოვნას, როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზარზე.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ISO Consulting-ის პროფესიონალთა გუნდს ბ-ნი ივანე დიდბერიძეს ხელმძღვანელობით, ტრეინინგები ტარდება მაღალ დონეზე, თანამშრომლებისთვის მარტივად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი სავარჯიშოებითა და მომზადებული პრეზენტაციებით.

____________________

სერტიფიკაციის პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.

ISO Consulting - Professionals for professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page