• გიორგი კიკაძე

COVID 19: სამუშაო სივრცის უსაფრთხოების გამოწვევები

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო წესრიგი მთლიანად შეცვალა: გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ ვეღარ დავუბრუნდებით ცხოვრების იმ რიტმს, რომელსაც მიჩვეულნი ვიყავით წლების განმავლობაში. შეიცვლება ჩვენი ცხოვრების წესი პანდემიის დამარცხების შემდეგაც კი. მაგალითად მოგვიწევს დავიცვათ სოციალური დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები და გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე. ასევე, განსაკუთრებით უნდა დავიცვათ სიფრთხლიე სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ოფისებში, რადგან დახურული სივრცე ვირუსის გავრცელების რისკს ბევრად ზრდის.

22 მაისს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვების მოხსნა. 1 ივნისიდან გაიხსნა ყველა ტიპის მაღაზია, მათ შორის მოლები. მუშაობა აღდგა ოფისების უმეტესობაშიც, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ კორონა ვირუსის პანდემია საბოლოოდ დამარცხდა. პირიქით, ახლა იწყება განსაკუთრებული მომენტი, უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და დავიცვათ ეპიდემიოლოგების რჩევები, რათა ის გამარჯვება, რაც პანდემიის შეკავების დროს მოვიპოვეთ წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს. საინტერესოა რისი გათვალისწინებაა საჭირო და რა წესები უნდა დავიცვათ სამუშაო ადგილზე.

რა წესები უნდა დავიცვათ სამუშაო ადგილზე?

როგორც უკვე აღინიშნა, დახურული სივრცე არამარტო კორონავირუსის, არამედ ყველა სხვა სახის ვირუსის გავრცელების ხელსაყრელი გარემოა და სულაც აღარ აქვს იმას მნიშვნელობა ჰაერით გადადის ვირუსი თუ რესპირატორული წვეთებით. ამიტომაც აუცილებელია ოფისი განიავდეს დღეში რამდენჯერმე, ასევე აუცილებელია სამუშაო დღის შემდეგ დასუფთავდეს სპეციალური სადენზინფექციო ხსნარით. თანამშრომლებს ასევე მოუწევთ ოფისშიც დაიცვან სოციალური დისტანცია, სამუშაოს შესრულების დროს ატარონ პირბადე და ხელები იბანონ ხშირად. ასევე ეპიდემილოგები გვირჩევენ არ გამოვიყენოთ სამუშაო სივცეში კონდიციონერი და ყოველდღიურად ჩაუტარდეთ თანამშრომლებს თერმო სკრინინგი. ასევე, აუცილებელია ოფისის შემოსასვლელში იყოს დეზობარიერი, ასევე ხელების სადეზნიფექციო ხსნარი და თვალსაჩინო ადგილას გამოკრული იყოს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ. ამ მარტივი წესების დაცვით თავისუფლად შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ სამუშაო ადგილზე დავირუსების შესაძლებლობა.

*ფოტო განწყობისთვის

რაც შეეხება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უკვე დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნაზე, შემუშავებული აქვს მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტები. მაგალითად ISO 45001- შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება.

ISO 45001 მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენასა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემებში, რომელიც შემუშავებულია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მიუხედავად მისი ზომისა, მრეწველობის დარგისა თუ ადგილმდებარეობისა.

ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 2.78 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ინციდენტებისა და დაავადებების გამო. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას აბსოლიტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც დამოუკიდებელი სერტიფიცირებული შრომითი ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვის (OH & S) სისტემების ღირებულების გააზრებას.

ISO 45001:2018 მიზნად ისახავს შეამციროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები (2.78 მილიონი სამუშაოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და 374 მილიონი სამუშაოზე მიღებული ტრამვა), რომელიც ხდება ყოველწლიურად. ​ISO 45001 ხელს უწყობს დასაქმებულთა მეტ დაინტერესებას, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და გაუმჯობესდეს მათი კეთილდღეობა.​

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.