top of page

ტრენინგი - FSSC 22000 შიდა აუდიტორი

20, 21 და 22 აპრილს, ISO Consulting-ის ორგანიზებით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ჩატარდა "FSSC 22000 შიდა აუდიტორების" ტრენინგი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებულ იქნა IRCA-ს (International Register of Certified Auditors) მიერ აღიარებული „სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების“ ტრენინგის კურსი ქართულ ენაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების LRQA-ის და iTOL-ის მიერ მომზადებული ქართველი ტრენერების - მზია კუზნეცოვას და ივანე დიდბერიძის მიერ.



"FSSC 22000 შიდა აუდიტორის" ტრენინგის დროს ხორციელდება აუდიტის სრული ციკლის ინსცენირება და მოცემული სიტუაციური მაგალითისთვის შესაბამისი როლების და პასუხისმგებლობების გათამაშება. ტრენინგის დროს ხდება როგორც სასურსათო ობიექტის დათვალიერება და ვიზუალური შეფასება, ასევე ამ ობიექტის დოკუმენტირებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შეფასება. ტრენინგის ყველა მონაწილე შეიგრძნობს იმ სირთულეებს და თავისებურებებს, რაც შეიძლება თან სდევდეს შედეგიანი შიდა აუდიტის ჩატარებას, რათა აუდიტი იქცეს სისტემის შეფასების შედეგიან ინსტრუმენტად და არ დარჩეს უბრალოდ შევსებულ „ჩეკლისტად“.


ტრენინგში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის “სს იბერია რეფრეშმენტს“ (PepsiCo Bottlers in Georgia), „ქარელის ხილის წარმოება“, „GeoCAP“, „კომპანია მადაგონი“, დანკინ დონატსი. აგრეთვე, ტრენინგს ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ბატონი გიორგი მიქაძე.


LRQA-ის ტრენერი ივანე დიდბერიძე: - "უკვე 4 წელია ვამზადებთ ტრენინგებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ბიზნესის განვითარებას და გაუმჯობესებას. ჩვენი ტრენინგების დიზაინი შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული ტრენინგების მოდულს მსოფლიოში. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ამ ტრენინგების ქართველ მომხმარებლამდე მოტანა და გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზება, ვიდრე მათ შეეძლოთ მისი მიღება საზღვარგარეთ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამ ტრენინგების მიღება შესაძლებელია მშობლიურ ენაზე".


გიორგი მიქაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი: - „ტრენერი იყენებდა ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ სახის ტრენინგისთვის, მას გააჩნია საგნის უმაღლესი ცოდნა. ტრენინგის დიზაინი ძალიან კარგია, მასალა მოცულობით დიდია და რთულია 3 დღეში მისი ათვისება. ვუსურვებ თქვენს გუნდს წარმატებებს.“


ანანო ბეჟაშვილი, ქარელის ხილის საწარმოს ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯერი - „ტრენერი საინტერესოდ და ყოვლისმომცველად გადმოცემდა მასალას. მასალები საკმაოდ კარგი აღსაქმელი იყო. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.“


ტრენინგის მონაწილეებმა შეძლეს კურსის წარმატებით დასრულება და სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერიფიკატის მიღება. ISO Consulting წარმატებას უსურვებს ტრენინგის მონაწილეებს.



________________________________


About LR Management Systems (LRQA)


LRQA is a member of the Lloyd’s Register group. LRQA is a leading independent provider of assurance services including assessment, certification, validation, verification and training across a broad spectrum of standards, schemes and customised assurance programmes.



About Lloyd’s Register (LR)


Lloyd’s Register (LR) is a global engineering, technical and business services organisation wholly owned by the Lloyd’s Register Foundation, a UK charity dedicated to research and education in science and engineering. Founded in 1760 as a marine classification society, LR now operates across many industry sectors, with over 9,000 employees in 78 countries.

Lloyd’s Register has a long-standing reputation for integrity, impartiality and technical excellence. Our compliance, risk and technical consultancy services give clients confidence that their assets and businesses are safe, sustainable and dependable. Through its global technology centers and research network, Lloyd’s Register is at the forefront of understanding the application of new science and technology to future-proof its clients’ businesses.

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page