• ნინო პეტრიაშვილი

Uvie’s Berries GlobalGAP-ის სერთიფიკატი გადაეცა

ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ კომპანია "Uvie’s Berries"-ს 2018 წლის 24 ივლისს „GLOBALG.A.P. INTEGRATED FARM ASSURANCE V5.1“ სერტიფიკატი მიენიჭა. პროექტი განხორციელდა USAID’s/REAP პროექტის თანადაფინანსებით.


"Uvie’s Berries" დამფუძნებლის ქალბატონ ეკატერინე ვეფხვაძის განცხადებით, ამ სტანდარტის დანერგვისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ, მათი მენეჯმენტი სრულად პასუხობს საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ სტანდარტებსა და ნორმებს, რის შედეგადაც ისინი მზად არიან ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასატანად. თუმცა, კომპანიას მრავალი სირთულის გადალახვა მოუწია GLOBAL G.A.P-ის სისტემის დასანერგად.

_______________________________________________

"Uvie’s Berries" დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე:

„ჩვენ გვაქვს 10 ჰექტარი მოცვის ბაღი. დიდი ხანია, რაც ვმუშაობთ ექსპორტზე. ჩვენი პროდუქცია გადის GULF-ის ქვეყნებში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქტი (ლურჯი მოცვი) გავიდეს ევროპის ბაზარზეც. თუმცა, ეს არ არის სერტიფიკატის დანერგვის ერთადერთი მოტივაცია, უპირველეს ყოვლისა ჩვენ შიდა მოხმარებისთვისაც გვჭირდება იგი, რათა ნამდვილად ვპასუხობდეთ იმ მოთხოვნებს, რაც GLOBALG.A.P-ის სტანდარტითაა მოთხოვნილი.

აბსოლიტურად სხვა სისტემაზე გადავედით. დაგვჭირდა ინფრასტრუქტურის განვითარება, დოკუმენტაციის მოწესრიგება, თანამშრომელბისთვის ტრენინგების ჩატარება და ყველა იმ სტანდარტის დანერგვა და განხორციელება, რაც აუცილებელია GLOBALG.A.P-ის სერტიფიკატისთვის.

მადლობა ISO Consulting-ს. თქვენი კომპანიის გარეშე წარმოუდგენელი იყო მიზნის მიღწევა, რადგან პირველად შევეჭიდეთ ასეთ სერიოზულ საკითხს და რომ არა ISO Consulting ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა სტანდარტის დანერგვა.“

_______________________________________________


"Uvie’s Berries" 2016 წლიდან ექსპორტზე გააქვს მისი პროდუქცია დუბაიში, დოჰაში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

ISO Consulting ულოცავს Uvie’s Berries ამ დიდ წარმატებას და უსურვებს განვითარებას მომავალშიც.

ISO Consulting - Professionals for professionals


თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.