HACCP - სურსათის უვნებლობის ინსპექტორების გადამზადების პროგრამა დასრულდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში "ISO Consulting"-ის მიერ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" თანამშრომლების ჩატარდა ტრენინგი - "HACCP - პრინციპები, გამოყენება და აუდიტი". ტრენინგში მონაწილეობდა სეს-ის 154 თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ 10 ჯგუფად.


ტრენინგის საჭიროება დადგა საქართველოს მთავრობის N173 დადგენილებაში განხორციელებული იმ ცვლილებიდან გამომდინარე, რომელიც 2019 წლის 26 აგვისტოს შევიდა ძალაში და რომელიც 2021 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ცვლილების თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი ფორმით სურსათის წარმოებას/გადამუშავებას, დანერგილი უნდა ჰქონდეს HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლი წერტილები) სისტემა და დაექვემდებარება სავალდებულო ინსპექტირებას.




პროექტი მოთხოვნილი იყო სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" (NFA) მიერ და განხორციელდა "აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის" (USDA) და Land O'Lakes Venture37-ის პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" (SQIL).


24 საათიანი სასწავლო კურსის პროგრამა შედგენილი იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd's Register" მიერ და კითხულობდნენ მათივე ტრენერები - ქეთევან წულაია და ივანე დიდბერიძე.


"ISO Consulting" მადლობას უხდის ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენინგის ყველა მონაწილეს აქტივობისა და ჩართულობისათვის.

ISO Consulting - Professionals for professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.