top of page

IFS სურსათის სტანდარტის ახალი ვერსია (IFS food v.8) გამოქვეყნებულია

IFS სურსათის სტანდარტი წარმოადგენს სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე მიმართულ ერთ-ერთ წამყვან სტანდარტს ევროპაში, რომელიც აღიარებულია სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის (GFSI) მიერ და შესაბამისად გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

IFS სურსათის სტანდარტი

რა შეიცვალა მერვე ვერსიაში?


2023 წლის აპრილში IFS-მა გამოაქვეყნა სურსათის სტანდარტის მე-8 ვერსია, რომლის მიხედვითაც აუდიტების ჩატარება დაიწყება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო სავალდებულო გახდება 2024 წლის 1 იანვრიდან. Შესაბამისად IFS სტანდარტის მე-7 ვერსიის მიხედვით აუდიტების ჩატარების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 დეკემბერი. IFS სტანდარტის მე-8 ვერსია შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სასურსათო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებთან და ტენდენციებთან. მეტიც, როგორც IFS აღნიშნავს პრესრელიზში, ახალი ვერსია უფრო მარტივი, ეფექტური და პრაქტიკული იქნება როგორც აუდიტორებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

"ჩვენ განვაახლეთ IFS სურსათის სტანდარტი, რათა ის შესაბამისობაში მოსულიყო ამჟამინდელ ტენდენციებთან, რეგულაციებთან და სასურსათო ინდუსტრიის მოლოდინებთან. სტანდარტის განახლებისას გავითვალისწინეთ ყველა დაინტერესებული მხარის უკუკავშირი. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, IFS სურსათის სტანდარტის მერვე ვერსია გახდა უფრო თანმიმდევრული, ნათლად სტრუქტურირებული და უფრო კომფორტული მუშაობის დროს."

სტეფან ტრომპ, IFS-ის მმართველი დირექტორი


ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სტანდარტის ახალ ვერსიაში არის IFS ვარსკვლავის სტატუსი, რომელიც ენიჭება ისეთ ორგანიზაციებს, რომლებმაც სერტიფიცირება გაიარეს გაუფრთხილებელი (დაუგეგმავი) აუდიტის მეშვეობით. გაუფრთხილებელი აუდიტის წარმატებით გავლა მეტყველებს იმაზე რომ ორგანიზაციაში შედეგიანად დაინერგა IFS სტანდარტი და კომპანია ითვალისწინებს მის მოთხოვნებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ვარსკვლავი ასახული იქნება, როგორც IFS-ის მონაცემთა ბაზაში, ასევე სერტიფიკატზე. მეტიც, IFS-ის გადაწყვეტილებით ყოველი სამი აუდიტიდან ერთ-ერთი იქნება გაუფრთხილებელი. აღნიშნული ვალდებულება უკვე ასახულია სტანდარტის 2.4.2 თავის პირველ ნაწილში.


გარდა ზემოთხსენებული ვალდებულებისა, სტანდარტის ახალი გამოცემა ორგანიზაციებს ავალდებულებს ჩამოაყალიბონ სურსათის უვნებლობის კულტურის ოთხივე ასპექტთან დაკავშირებული მიზნები. აღნიშნული ვალდებულება უკვე ასახულია სტანდარტის მეორე თავში.


დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულს და იხილოთ სტანდარტის ახალი ვერსიის კონკრეტული ცვლილებები.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentários


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page