top of page

ISO და წყალი

გლობალურად, საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების 80%-ზე მეტი დამუშავების ან ხელახალი გამოყენების გარეშე შემოდის ეკოსისტემაში. გარდა ამისა, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს არ აქვს საკმარისი წყალი თავისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე მსოფლიო დგას იმ არაერთი გამოწვევის წინაშე, რომელიც უკავშირდება წყალთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას.

 

ISO-ს აქვს წყლის მენეჯმენტის მრავალი სტანდარტი,რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს: 

ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციის ქსელებს, წყლის ხელახლა გამოყენებას, ეფექტური სარწყავის ხელშეწყობას, წყლის  მონიტორინგისა და სასმელი წყლის მიწოდების სისტემებთან 

დაკავშირებული მომსახურების საკითხებს. ISO ასევე გვთავაზობს სტანდარტებს - როგორიცაა  ISO 24518  - რათა დაეხმაროს ადამიანებს, მართონ სასმელი წყლისა და წყალარინების მომსახურება წყალმომარაგების კრიზისის შემთხვევაში.

 

ახლახან გამოქვეყნებული  ISO 24521  იძლევა პრაქტიკულ მითითებებს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ძირითადი სერვისების მართვასა და შენარჩუნებაზე. ის გთავაზობთ რჩევებს მომხმარებლებისა და ოპერატორების ტრენინგზე, რისკების შეფასებასა და ადგილზე საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ძირითადი სისტემების დიზაინსა და მშენებლობაზე, ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ადგილობრივი რესურსების გამოყენებით.

 

ISO ასევე ფართოვდება ახალ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგია შემდეგი თაობის ტუალეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა კანალიზაციის ქსელის გარეთ, რეგიონებში, სადაც არ არის წვდომა სანდო წყალსა და ჩამდინარე წყლების სისტემებზე.

32 views

Kommentarer


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page