• გიორგი კიკაძე

ISO სტანდარტები გლობალური დათბობის წინააღმდეგ

გლობალურმა დათბობამ უკვე დაატყო თავისი კვალი პლანეტას - მსოფლიო მასშტაბით საშუალო ტემპერატურამ 1.5 ცელსიუსით აიწია. მეცნიერთა დასკვნით, იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და გადააჭარბებს 2 ცელსიუსს, მაშინ გაცილებით ხშირად მოხდება ბუნებრივი კატასტროფები, როგორებიცაა წყალმოვარდა, წყალდიდობა, მეწყერი და ა.შ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც ჩვენს ყოველდღიურობას, ასევე, მსოფლიო ეკონომიკასაც. გრძელვადიანი გათვლები კიდევ უფრო შოკისმომგვრელია: სულ რაღაც 50 წლის შემდეგ შესაძლოა წყლის დონემ მსოფლიო ოკეანეში იმდენად აიწიოს, რომ მრავალი ზღვისპირა ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდეს, ზოგიერთი ქვეყანა კი საერთოდ გაუჩინარდეს, მაგალითად მალდივის კუნძულები.

რამდენიმე დღის წინ, ანტარქტიკის კონტინენტს 300 მილიონ ტონაზე მეტი ყინულის მასა მოწყდა, უკვე აღარ არსებობს მრავალი მყინვარი, გახშირდა ტყეში ხანძრები, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. ასევე, მნიშვნელოვნად მოიმატა სეზონურმა ალერგიებმა, მაღალმა ტემპერატურა უკვე უქმნის პრობლემებს გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს. ყოველივე აქედან გამომდინარე გვიჩნდება კითხვები: როგორ შევაჩეროთ გლობალური დათბობა? არსებობს კი გამოსავალი?

გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ამაზე უამრავი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს. 2015 წელს პარიზის შეთანხმების მიხედვით, მსოფლიოში საშუალო ტემპერატურამ 2 ცელსიუსამდე არ უნდა მოიმატოს და ამაში თითოულმა ქვეყანათ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. პარიზის შეთანხმების შემდეგ ჩამოყალიობდა სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა პრიორიტეტები.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტები შეიმუშავა. მათ შორისაა ISO 14064-2 და ISO 14064-3, რომელთა მთავარი მიზანიც როგროც სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ასევე მათი კონტროლია.

გლობალურ დათბობასთან ბრძოლა თითოულ ჩვენგანს შეუძლია. მაგალითად: ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია, ავტომობილის ნაცვლად ვისარგებლოთ გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით - ველოსიპედით, მატარებლით; დავზოგოთ თაბახის ფურცლები და მეტად ვისარგებლოთ წიგნების ელექტრონული ვერსიებით და ა.შ.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.