top of page

ISO სტანდარტები ეკოლოგიურად სუფთა ქალაქებისთვის

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება ქალაქების ზომაც და რაოდენობაც, რაც დიდ გამოწვევებს უქმნის მსოფლიოს. განსაკუთრებით სატრანსპორტო სისტემას, რადგან მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა, საჭირო ხდება დამატებითი სატრანსპორტო ერთეულების შემოყვანა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ეკოლოგიაზე, გამონაბოლქვის გამო ჰაერში იზრდება მავნე ნივთიერების კონცეტრაცია, ასევე გამოიყოფა სათბური აირები და იცვლება კლიმატი. საინტერესოა როგორ უნდა გაუმკლავდნენ თანამედროვე ქალაქები აღნიშნულ გამოწვევას?

სწორედ აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანზიაციამ შეიმუშავა 2 სტანდარტი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია დიდ ქალაქებში სატრანსპორტო სისტემა გახდეს უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. ეს სტანდარტებია ISO 37161, რომელიც არის სახელმძღვანელო ენერგოეფექტური სატრანსპორტო სერვისებისთვის და ISO 37162 - ენერგოეფექტური სატრანსპორტო სისტემა ახლად განვითარებული ტერიტორიებისთვის. ორივე სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია ქალქებში გადაადგილება მოხდეს გარემოს ნაკლები დაბინძურების ხარჯზე და ქალაქებში ცხოვრების ხარისხმა მნიშვნელოვნად აიწიოს.

ბოლო რამდენიმე წელიწადია გააქტიურდა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის აუცილებლობა მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში - მოეწყო ველობილიკები, დაინერგა ელექტრო ავტომანქანების გაზიარების პროგრამა (Car sharing) რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იპოვნოს ავტომობილი ქალაქში და ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდეს. ასევე დაიწყო ტრამვაის ხაზების მოწყობა და ასე შემდეგ, თუმცა ეს საკმარისი არ არის, უფრო მეტი შრომა და ინოვაციებია საჭირო ქალაქებში ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად და ზემოთხსენებული ორივე სტანდარტი სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება მსოფლიოს.

*საზიარო ელექტროავტომობილი თბილისში (ფოტო: caucasus business week - cbw.ge)

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება