ISO სტანდარტები სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად

მსოფლიო მოსახლეობისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად მსოლფიოში სათბური აირების გამოყოფა ყოველწიურად იზრდება და ახლ-ახალ რეკორდებს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში ეს მაჩვენებელი შემცირდა, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა და პრობლემის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პლანეტა დედამიწა სიცოცხლისთვის არასტუმართმოყვარე პლანეტად იქცეს და კაცობრიობის არსებობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცეს. სად არის გამოსავალი?



ყოველწლიურად სათბური აირების გამოყოფით დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, რომელიც უამრავ პრობლემას გვიქმნის. მაგალითად, 2019 წლის პირველ ოქტომბერს, ანტარქტიკის კონტინენტს 315 მილიარდი ტონის აისბერგი მოწყდა. ასევე, საგანგაშოა მსოფლიო ოკეანის წყლის დონის ზრდის ტემპი, რაც დედამიწის პოლუსებზე ყინულის დნობის შედეგია. თუ ყინულის დნობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელში მალდივის კუნძულები წყლის ქვეშ აღმოჩნდება, ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება ზღვისპირა არსებულ უამრავ დასახლებას. ეს პროცესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. წლიდან წლამდე ყინულის ლღობის გამო მსოფლიო ოკეანეში იზრდება წყლის დონე და დატბორვა ემუქრება მრავალ ქვეყანასა თუ ცნობილ ქალაქს. ე.წ. "სათბური გაზების" (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი) დიდი ოდენობით გაფრქვევა (ემისია) აჩქარებს ამ პროცესს და შედეგიც სახეზეა: 2019 წელი მსოფლიო ისტორიაში ანომალიურად ცხელი ზაფხულის სტატუსით შევიდა.


*წარწერა ბანერზე: "არ არსებობს პლანეტა B"


არსებული მდგომარეობის სიმძიმეს აცნობიერებს მრავალი ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ პლანეტის გადასარჩენად ბრძოლაში. მაგალითად, 2019 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ნიუ-ორკში გაეროს კლიმატის სამიტი გაიმართა, რომელსაც 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც დაესწრო. მან მსოფლიო ლიდერებს ემოციური სიტყვით მიმართა:

"მე აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე ოკეანის სულ სხვა მხარეს. თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი არაფრისმთქმელი სიტყვებით და მაინც იღბლიანებს შორის ერთ-ერთი ვარ. ხალხი იტანჯება. ხალხი კვდება. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი გადაშენების საწყის ეტაპზე ვართ და ყველა თქვენგანს ერთადერთი, რაზე საუბარიც შეგიძლიათ ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?" - განაცხადა 16 წლის გოგონამ.

*წარწერა ბანერზე: "გრეტა პრეზიდენტად"


16 წლის გრეტას ემოციურმა გამოსვლამ მრავალი ზრდასრული ადამიანის სათქმელი თქვა, რითაც პატარა გოგონამ ხალხში დიდი სიყვარული დაიმსახურა. ის, რაც მარავალმა გამოცდილმა ბუნების დამცველმა და ეკოაქტივისტმა ვერ შეძლო, შეძლო პატარა გოგონამ შვედეთიდან, რომელიც სკოლის შემდეგ საკუთარი ხელით ამზადებდა ბანერებს და ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებდა მიეღო ისეთი კანონები, რომლებიც შეაჩერებდა დედამიწაზე ეკოსისტემის ნგრევას და ახალგარზდებს არ მოუსპობდა მომავალს.



ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ავღნიშნეთ, აუცილებელია მსოფლიომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად. საბედნიეროდ არსებობს მრავალი ორგანიზაცია და ბევრი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც (ISO), რომელმაც არსებობის განმავლობაში მრავალი საერთაშოირისო სტანდარტი შეიმუშავა, რომელთა მიზანიც სათბური გაზების გამოყოფის შემცირებაა. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ყველაზე ეფექტურად შეებძოლება აღნიშნულ გამოწვევას.



გამართული სატრანსპორტო სისტემა


A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება ხშირად გარემოს დაზიანების ხარჯზე გვიჯდება. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ თითოული ინიდვიდის მიერ გარემოზე ზიანის წილი საკმაოდ მცირეა, თუმცა როდესაც ეს ყველაფერი მასშტაბურ სახეს იძენს პრობლემა უკვე სერიოზული ხდება. ISO 37161 სახელმძღვანელო გვეხმარება სატრანსპორტო საშუალებებმა ეგექტურად გამოიყენონ ენერგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლები ენერგო დანახარჯებით შეძლონ ფუქნციონირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებას სათბურის აირების ემისიას მშოფლიოში.


მზის ენერგია


მზის ენერგიის გამოყენება კაცობრიობას მრავალი დანიშნულებით შეუძლია. მაგალითად ელექტროენერგიის მისაღებად ან წყლის გასაცხელებლად. სწორედ ამ უკანასკელზე აკეთებს აქცენტს ISO 9459-1 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია სახლში ცხელი წყალი მზის ენერგიის დახმარებით გვქონდეს და არა გაზის ან თუნდაც ელექტროგამაცხელებლის ხარჯზე, რაც დაზოგავს ენერგიას და შეამცირებს სათბურის გაზების გამოყოფას.


მწვანე არქიტექტურა


მწვანე არქიტექტურა კონცეპტუალური მიდგომაა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს მშენებლობის დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მწვანე არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს გაცილებით ენერგიეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები. მაგალითად, ასეთი ტიპის შენობები ისეა დაპროექტებული, რომ უკეთ შეინარჩუნოს სითბო, ასევე ზაფხულის ცხელი ამინდების დროს შენობაში იყოს სიგრილე და ა.შ. სწორედ მწვანე აქიტექტურაზე და მის განვითარებაზეა მიმართული ISO 52000-1:2017 სტანდარტი, რომელიც გვთავაზობს სისტემურ მიდგომას მწვანე შენობების განვითარების და ამ გზით ენერგიის დაზოგვის მხრივ.



კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა თითოულ ჩვენგანს შეუძლია. მაგალითად: ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია, ავტომობილის ნაცვლად ვისარგებლოთ გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით - ველოსიპედით, მატარებლით; დავზოგოთ თაბახის ფურცლები და მეტად ვისარგებლოთ წიგნების ელექტრონული ვერსიებით და ა.შ.



ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.