top of page

ISO სტანდარტები უკეთესი მომავლისთვის

XXI საუკუნეში პროგრესის ტემპი მნიშნელოვნად დაჩქარდა, ვიდრე მაგალითად წინა საუკუნეებში. პრაქტიკულად ყოველ დღე იქნება ახალი ინოვაციები, ტექნოლოგიები, კეთდება ახალი სამეცნიერო აღმოჩენები, წინ მიდის მედიცინის სფერო და ა.შ. ყოველივე ეს კი ჩვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სწორედ პროგრესმა მოგვიტანა ის სიკეთეები, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ვიყენებთ და რომელთა გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელიც კი გვგონია. მიუხედევად ამისა, დედამიწის ეკოსისტემას მაინც ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ: ყოველდწლიურად იჩეხება ათასობით კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყეები, ბინძურდება ნიადაგი, წყალი თუ ჰაერი. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ცხოვრების დონის ამაღლებაზე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს აღნიშნული პრობლემები. მეტიც, თუ ჩვენს მშობლიურ პლანეტას გავანადგურებთ, რაც არ უნდა წინ წავიდეთ ტექნოლოგიურად, რაც არ უნდა საოცარი გამოგონებები შევქმნათ, ჩვენი ცხოვრების დონე მაინც გაუარესდება. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ისეთი ბალანსის დაცვა, ისეთი ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც მოგვცემს ისე განვითარების საშუალებას, რომ არ გავანადგუროთ გარემო და ვიცხოვროთ მწვანე, სიცოცხლით აღსავსე პლანეტაზე.



როგორც უკვე ვახსენეთ, მდგრად განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო პროგრესი პლანეტის ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე ჩვენს ცხოვრების დონეს ნამდვილად ვერ აამაღლებს. აღნიშნული თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ბოლო რამდენიმე ათეულ წელში, რადგან კლიმატის ცვლილებების ტემპი მნიშვნელოვანდ სწორედ დროის ამ მონაკვეთში დაჩქარდა: დიდი სისწრაფით მიმდინარეობს პოლუსებზე ყინულის დნობის პროცესი, ყოველწლიურად იზრდება ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის ემისიის დონე, იმატებს მსოფლიო საშუალო ტემპერატურა და ა.შ. შესაბამისად შეიქმნა მრავალი გარემოს დამცველი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს საკუთარი აქტივობებით აამაღლოს საზოგადოების ცნობადობის დონე აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. თუმცა, მხოლოდ მათი აქტივობა საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ კლიმატის ცვლილებების თემა ნაცნობი სიუჟეტი გახდა ჰოლივუდური ფილმებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ დაგვანახონ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ეკოლოგიურმა პრობლემებმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რონალდ ემერიჰის ფილმი "The day after tomorrow", რომელშიც აღწერილია გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული კატაკლიზმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული თემა უფრო განვრცობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ზოგიერთ ფილმში. მაგალითად დენის ვილნევის "დანის პირზე მორბენალი 2049"-ის სიუჟეტი ვითარდება მომავალში, სადაც კაცობრიობამ გაანადგურა საკუთარი მშობლიური პლანეტა, დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია უსიცოცხლო უდაბნოთი, ხოლო ადამიანები ცხოვრობენ დიდ მეგაპოლისებში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული, მაცხოვრებელთა ცხოვრების დონე მაინც ძალიან დაბალია. აღნიშნული სიუჟეტი ზუსტად ასახავს ცნობილი კომიკოსისა და მსახიობის ჯორჯ კარლინის ლეგენდარულ ფრაზას: "High tech, low life".


ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიოს აუცილებლად სჭირდება ისეთ ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით ეკოლოგიასთან არსებულ გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებს. სწორედ ამ თემაზე, სხვა უამრავ ორგანიზაციასთან ერთად, მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც. აღნიშნულმა ორგანიზაციამ არსებობის ისტორიაში უკვე შეიმუშავა მრავალი სტანდარტი ამ მხრივ. შემოგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მათგანი.


ნახშირბადის დიოქსიდის ემისია


ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატმოსფეროში უდიდესი ოდენობით ნახშირბადის დიოქსიდის გამოფრქვევა ხდება, რომელიც სათბურის ეფექტის გამომწვევი მთავარი მიზეზია. მსოფლიო უკვე მიეჩვია ყოველწლიურად უჩვეულოდ ცხელ ზაფხულებს და თბილ ზამთარს. პროცესი კი შეუქცევადად მიმდინარეობს. მეტიც, ექსპერტები საგანგაშო პროგნოზებს წინასწარმეტყველებენ, რომელთა მიხედვითაც საუკუნის ბოლოს დედამიწის საშუალო ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, რომელიც შესაძლოა გახდეს მრავალი ბუნებრივი კატალიზმების გამომწვევი მიზეზი, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლუსებზე ყინულის დნობასა თუ მსოფლიო ოკეანის დონის ზრდაზე. სათბურის აირების ემისიის მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ავტოტრანსპორტი, ხანძრები, თვითმფრინავები, ფაბრიკა ქარხები და სხვა. კაცობრიობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ნახშირბადის ემისია მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლით. მაგალითად, ISO-ს შემუშავებული აქვს ISO 15118 სერიის სტანდარტები, რომელთა დახმარებით უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ელქტრო მანქანების დამუხტვა. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მასობრივ წარმოებას. ამასთან ერთად,ISO-ს ერთ-ერთი ISO/TC 322 ტექნიკური კომიტეტი მუშაობს მწვანე ფინანსების მიმართულებით და მისი მიზანია მდგრადი ინვესტიციების ხელშეწყობა. აღნიშნულ კომიტეტს უკვე შემუშავებული აქვს 2 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 24 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


ეკო-მეგობრული ტექსტილი


უკვე საიდუმლო აღარ არის ის ფაქტი, რომ ტექსტილის წარმოება ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია მდინარეებისა თუ მიწისქვეშა წყლების. აღნიშნული ტიპის საწარმოები უმეტესად მდებარეობენ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ ხდება რეგულაციების ჯეროვანი აღსრულება, რის გამოც ქსოვილის წარმოების შედეგად დარჩენული მძიმე მეტალები თუ სხვა მრავალი მომწამლელი ქიმიური ნივთირიერება პირდაპირ წყალში ხვდება ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია ინდონეზიასა და ინდოეთში, რადგან უკონტროლოდ ბინძურდება მრავალი მდინარე, ხოლო შემდეგ ამ წყლით ირწყვება სასოფლო სამეურნეო სავარგულები, რის გამოც მრავალი ქიმიური ნივთიერება ხვდება მოსავალში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და მრავალი დაავადება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ინდონეზიაში, კუნძულ ჯავაზე მოხდა ადგილობრივი ბავშვების ბიოლოგიური ნიმუშების კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მათ ორგანიზმში ზოგიერთი მძიმე მეტალის დონე რამდენჯერმე აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. აღნიშნული პრობლემა დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO 5157 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლა.


განახლებადი ენერგია


ენერგიაზე მზარდ მოთხოვნასთან ერთად, მსოფლიომ უკვე კარგად გაიაზრა განახლებადი ენერგიის უდიდესი მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნები მიისწრაფვიან რაც შეიძლება მალე გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რითიც არამხოლოდ გაუფრთხილდებიან პლანეტის ეკოლოგიას, არამედ ექნებათ ენერგიის სტაბილური და რაც მთავარია ამოუწურავი წყარო. ამ თემაზე მუშაობს ISO-ს რამენიმე კომიტეტი. მაგალითად, ISO/TC 180, რომლის სამუშაო სფერო მზის ენერგიაა და ამ მხრივ შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელთა მიზანია მზის ენერგიის ათვისება და მისი ეფქტურად გამოყენება. კომიტეტი ამჟამად 6 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს, რომელთა მიზანი მზის ენერგიის ათვისების ეფექტურობის გაზრდა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების განვითარება უნდა იყოს ამ სფეროში. აღნიშნული კომიტეტი დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტების მიერ, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმის დონე.


ქარის ენერგიის მიმართულებით მუშაობს მრავალი ტექნიკური კომიტეტი, რომლებსაც შემუშავებული აქვთ საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია ქარის ტურბინებთან, უსაფრთხოების წესებთან და ა.შ. აღნიშნულ სტანდარტებს დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.



მწვანე არქიტექურა


მწვანე არქიტექტურა კონცეპტუალური მიდგომაა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს მშენებლობის დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მწვანე არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს გაცილებით ენერგოეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები. მაგალითად, ასეთი ტიპის შენობები ისეა დაპროექტებული, რომ უკეთ შეინარჩუნოს სითბო, ასევე ზაფხულის ცხელი ამინდების დროს შენობაში იყოს სიგრილე და ა.შ.


აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშოირო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO 15392 სტანდარტის განახლებული ვერსია, რომელიც კიდევ უფრო უკეთ მოერგება თანამედროვე გამოწვევებს. სტანდარტი საშუალებას აძლევს სამშენებლო კომპანიებს მშენებლობის დროს იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული მწვანე არქიტექტურის პრინციპებით.


საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომელთა სწორი განვითარება მოგვცემს საშუალებას ავამაღლოთ ცხოვრებიდ დონე და შევქმნათ უკეთესი მომავალი ახალი თაობებისთვის.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comentarios


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page