ISO - ს ახალი გრძელვადიანი სტრატეგია

მსოფლიო სწრაფი ტემპით ვითარდება, იქმnეbა ახალი ინიოვაციური პროდუქტები, იხვეწება საკითხებისადმი ძველი მიდგომები, მიმდინარეობს კოსმოსის კვლევა, წინსვლებია მეცნიერების პრაქტიკულად ნებისმიერი დარგში. სამყარო პრაქტიკულად ყოველდღიურად იცვლება. დღევანდელი მსოფლიო ყოველთვის წინ იქნება განვითარების მხრივ, ვიდრე გუშინდელი და ხანდახან ეს განსხვავება საგრძნობიც კი არის ხოლმე. მაგრამ მაინც, რას გვიმალავს მომავალი? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? უნდა გვეშინოდეს კი მომავლის? ამ კითხვებზე დანამდვილებით პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ როდესაც ვაკვრიდებით თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია უკეთესი მომავლის შექმნაზე, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და მომავალსაც იმედიანად შევხედოთ.


სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა განვითარების გრძლევადიანი გეგმა, რომელიც გაწერილია 2030 წლამდე და მიზნად ისახავს, გახადოს ჩვენი ყოველდღიურობა უფრო მარტივი, უსაფრთხო და უკეთესი. ხოლო ამ მიზნების განსახორციელებლად შემუშავებულია ერთობ კომპექსური გეგმა, რომელიც ეფუძნება 3 სტრატეგიას:


I - მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების არეალის გაფართოვება;

II - გლობალურ საჭიროებებთან შესაბამისობა;

III - ყველა ექსპერტის მოსაზრების გათვალისწინება.


აღნიშნული გრძელვადიანი გეგმის დახმარებით სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შეეძლება დასახოს მიზნები, ჩამოაყალიბოს სტრატეგია ამ მიზნების შესასრულებლად და შეუწყოს ხელი მსოფლიოს განვითარებას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ISO-ს აქამდე შემუშავებული სტრატეგიებს შორის აღნიშნული ყველაზე გრძელვადიანია და მიზანდ ისახავს გაცილებით ამბიციური გეგმების შესრულებას.


ასევე, სხვა უამრავი ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ჩვენი ხვალიდნელი დღე კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. მათ შორისაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომელმაც მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად თანამშრომლობით 2015 წლის სექტემბერში წარადგინა სამოქმედო გეგმა - მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც მიზანად ისახავენ არსებული გამოწვევების 2030 წლისთვის დამარცხებას. აღნიშნული გეგმის შესასრულებლად გაერთიანდა 193 ქვეყანა. გეგმა საკმაოდ ამბიციურია და პრობლემებთან კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს, ხოლო მისი მიზნები შემდეგია:

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

*წყარო: გაერო საქართველოში



ასევე აღსანიშნავია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილი, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები მდგრადი განვითარების მისაღწევად, რომელთა რაოდენობა 6 ათასს სცდება და სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

ISO Consulting - Professionals for Professionals


თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.