ISO 10015 - ახალი შესაძლებლობა დასაქმებულთა პროდუქტიულობის გასაზრდელად

ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია იმ ადამიანთა ცოდნასა თუ უნარებზე, რომლებიც ორგანიზაციაში მუშაობენ. ამიტომაც, კადრების სწორი შერჩევა და შემდგომ მათი სწორი განვითარება კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, რომელშიც კონკურენცია წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება და კომპანიებსაც უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ კლიენტების მოსაზიდად.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშოიროს ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გაიდლაინი - ISO 10015:2019, რომლის მიზანია თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას. გაიდლაინი შემუშავებულია ISO/TC 176 SC3 კომიტეტის მიერ და როგორც კომიტეტის თავჯდომარემ გუსტავო პონტირერომ განაცხადა:

ISO 10015:2019 გარზდის მომხმარებელთა კმაყოფილებას, პერსონალის პროდუქტიულობასა და ეფექტურობას.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაიდლაინი შემუშავებული იმდაგვარად, რომ სრულ შესაბამისობაში მოდის ISO 9001 სტანდარტთან.

გარდა ISO 10015:2019 გაიდლაინისა, არსებობს სხვა საშუალებებიც თანამშრომელთა პროდუქტიულობის გასაზრდელად. მათ შორისაა 4 დღიანი სამუშაო კვირა. მაგალითად, 2019 წელს ერთ-ერთმა ახალზელადნიურმა კომპანიამ ჩაატარა ეპსპერიმენტი და 5 დღიანი სამუშაო კვირიდან გადავიდა 4 დღიან სამუშაო კვირაზე, ამავდროულად არ შეუმცირებია ხელფასები. ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა; კვლევებმა აჩვენა, რომ კოლექტივის სტრესის დონე 45 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაეცა, ხოლო სამსახური-პირადი ცხოვრების ბალანსი 54 პროცენტიდან 78 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა პერსონალის პროდუქტიულობის დონე, გაიზარდა დასაქმებულების ჩართულობისა და კმაყოფილების დონე საკუთარი საქმისადმი და მნიშვნელოვნად შემცირდა პერსონალის სურვილი კომპანიის დატოვების შესახებ. რაც შეეხება საქართველოს, უახლესი კონაცემებით 4 დღიან სამუშაო კვირაზე უკვე გადავიდა 3 ქართული კომპანია და მათი განცხადებით, ამ ნაბიჯმა დასაქმებულების პროდუქტიულობის დონე 40 პროცენტით გაზარდა.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.