• გიორგი კიკაძე

ISO 14055-1:2017 სტანდარტი ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ

უახლესი მონაცემებით დედამიწის მოსახლეობა 7.7 მილიარდ ადამიანს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება. ამავე დროს, იზრდება მსოფლიო ეკონომიკა და მოთხოვნა სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებზე. ყოველივე ეს კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას - განსაკუთრებით ნიადაგს, რადგან ქარსაცავი ზოლებისა თუ ხეების უკონტროლო ჭრა, ხელს უწყობს ნიადაგის ქარისმიერ ეროზიას, რაც საბოლოოდ ნიადაგის ნაყოფიერებას მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ქარისმიერი ეროზიისა, ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებაზე კიდევ უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. აღნიშნულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ ამჟამად დედამიწის ნიადაგის მესამედი უკვე დეგრადირებულია და ეს პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. როგორ უნდა გაუმკლავდეს მსოფლიო ამ გამოწვევას?

რატომ არის საშიში ნიადაგის დეგრადაცია?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა დედამიწის რესურსებზე, მათ შორის საკვებ რესურსებზე, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ნიადაგს და ამცირებს მის ნაყოფიერებას. ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებამ კი შესაძლოა მსოფლიოში შიმშილობის დონე მნიშვნელოვნად გაზარდოს. უახლესი მონაცემებით, 2020 წლიდან დღემდე 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა შიმშილობის გამო, რაც საგანგაში რიცხვია.

ნიადაგის დეგრადაციის ხელშემწყყობი ფაქტორებია:

  • რელიეფი;

  • კლიმატი;

  • მცენარეული საფარის არარსებობა;

  • ნიადაგის ხასიათი / შემადგენლობა და სხვა.

ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი ფაქტორები კი შემდეგია:

  • ნიადაგის არამდგრადი (ხშირი, არასწორი) დამუშავება;

  • საძოვრებზე არამდგრადი ძოვება;

  • საძოვრებისა და სასოფლოსამეურნეო სავარგულების გადაწვა;

  • ეროზია;

  • დასახლებების ქაოტური მშენებლობა;

  • პესტიციდებისა და სასუქების ინტენსიური გამოყენება და სხვა.

ISO 14055-1:2017 სტანდარტი

სწორედ აღნიშნული სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა სტანდარტი ISO 14055-1:2017, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით ნიადაგის დეგრადაციის ტემპის მინიმუმამდე დაყვანა, ასევე უკვე დეგრადირებული ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება და ა.შ.

სტანდარტი შემუშავებულია მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების გეგმის 15-ე მიზანთან.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.