top of page
Writer's pictureVano Didberidze

ISO 14090 - კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზემოქმედების მართვა

XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებებია. გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. ეს პროცესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. წლიდან წლამდე ყინულის ლღობის გამო მსოფლიო ოკეანეში იზრდება წყლის დონე და დატბორვა ემუქრება მრავალ ქვეყანასა თუ ცნობილ ქალაქს. ე.წ. "სათბური გაზების" (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი) დიდი ოდენობით გაფრქვევა (ემისია) აჩქარებს ამ პროცესს და შედეგიც სახეზეა: 2019 წელი მსოფლიო ისტორიაში ანომალიურად ცხელი ზაფხულის სტატუსით შევა.



რა არის ISO 14090 სტანდარტი?


ISO 14090 სტანდარტი გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და ამ გზით ავიცილოთ ზარალი თავიდან. ტემპერატურის ცვლილებას და ამინდის მოულოდნელ გაუარესებას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციაზე, თუ ისინი არ იქნებიან სათანადოდ მომზადებული ამ ცვლილებებისთვის (მაგალითად დააზიანოს შენობა-ნაგებობები ან მანქანა-დანადგარები, შექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები კომპანიის ფუნქციონირებისას).


ასევე, უახლესი მონაცემებით, ამ ცვლილებების გამო მსოფლიოს უდიდესმა კომპანიებმა შესაძლოა 1 ტრილიონი დოლარით იზარალონ. სწორედ ამიტომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამოიძებნოს რაიმე საშუალება, რომელიც ამ სავალალო შედეგებს ააცილებს თავიდან - სწორედ ამ საშუალებას წარმოადგენს ISO 14090 სტანდარტი.



რომელ ორგანიზაციებს სჭირდებათ ISO 14090 სტანდარტი?


ISO 14090 სტანდარტი სასარგებლოა ნებისმიერი სახის ორგანიზაციისთვის, მათი საქმიანობის და სფეროს მიუხედავად. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ISO 14090 პირველი სტანდარტია, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისკენ.



 

"ISO Consulting" - პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page