ISO 14097 - ინვესტიცია უკეთეს მომავალში
თანამედროვე მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილებები უცხო ნამდვილად აღარაა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომელშიც ყოველდღიურად იცვლება გარემო: ვითარდება ტექნოლოგიები, ვითარდება მეცნიერება, იზრდება ქალაქები ზომაში, მოვიხმართ უფრო და უფრო მეტ ენერგიას და ა.შ. ამავე დროს, იცვლება კლიმატიც, რაც გამოხატულია მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის ზრდით, პოლუსებზე ყინულის დნობით, ეკოლოგიური ბალანსის რღვევით და ა.შ. კლიმატის ცვლილებები კი მსოფლიოს განვითარებისთვის დიდი საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ აუცილებელია გაგვაჩნდეს ისეთი ბერკეტები, რომელთა დახმარებითაც შეგვეძლება არ გადავუხვიოთ მდგრადი განვითარების პრინციპებს და კლიმატის ცვლილებებსაც შესაბამისად ვუპასუხოთ. საინტერესოა რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს და რა შეიძლება იყოს ასეთი ბერკეტები?
კლიმატის ცვლილებებს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ატმოსფეროში სათბური აირების გამოყოფა. აღნიშნულმა პრობლემამ განსაკუთრებით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იჩინა თავი და ამ დროის განმავლობაში ჩვენს მშობლიურ პლანეტას მნიშვნელოვანი კვალიც დაატყო: გაქრა მრავალი მყიდნვარი, უწყვეტად მიმდინარეობს პოლუსებზე ყინულის ლღვობის პროცესი, მოიმატა მსოფლიო ოკეანის დონემ და ა.შ. თუ პროცესები ასე გაგრძელდა ძალიან მალე მრავალი კუნძული შეიძლება წყალქვეშ აღმოჩნდეს. ასევე, საფრთხის ქვეშაა მრავალი ზღვისპირა ქალაქიც.
*სურათზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პლანეტაზე არსებული ყველა ყინული დადნება.
როგორც სურათიდან ხედავთ, ყინულის სრულად დადნობის შემთხვევაში აქამდე არსებული სანაპირო ზოლი მნიშვნელოვნად შეიცვლება, წლით დაიფარება მრავალი სანაპირო და პლანეტაზე არსებული დასახლებული ხმელეთის ფართობიც მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც დიდი დარტყმა იქნება არამხოლოდ მსოფლიო ეკონომიკისთვის, არამედ გამოიწვევს უდიდეს ცვლილებებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იმისთვის, რომ აღნიშნული მოვლენები ავირიდოთ თავიდან, აუცილებელია უკვე დავიწყოთ მოქმედება, დრო არ იცდის, ხოლო წინ ბევრი საქმეა. საბედნიეროდ, აღნიშნულ გამოწვევაზე უკვე მუშაობს მრავალი ორგანიზაცია, მათ შორის ერთ-ერთია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც უკვე შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელთა მიზანია ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება და ა.შ. აღნიშნული ფაქტორების დახმარებით კი შესაძლებელია გარკვეული დროის შემდეგ მივაღწიოთ მნიშვნელოვან პროგრესს პლანეტის გადარჩენის გზაზე. სწორედ ასეთ საერთაშორისო სტანდარტებს შორისაა ახალი ISO 14097 სტანდარტი, რომლის მიზანია სათბური აირების მენეჯმენტი, ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელიც ეწევიან საინვესტიციო ან ფინანსურ საქმიანობას და საკუთარი საქმიანობით ზემოქმედებენ, ხელს უწყობენ კლიმატური ცვლილებების დაჩქარებას.
აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 207/SC 7 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 12, ხოლო ამჟამად 6 ახალ საერთაშორისო სტანდარტე მუშაობს.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Commentaires