ISO 16106 - სახიფათო ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობა
მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის გამართული ლოჯისტიკური ქსელის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად, მსოფლიო მასტაბით, მილიონობით ტონა მზა პროდუქციისა თუ მასალების გადაზიდვა ხორციელდება. მაგალითად, უახლესი მონაცემებით, 2019 წელს 220 მილიარდი ევროს ღირებულების ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც სარეკორდო რიცხვია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადაზიდული ტვირთებიდან გარკვეული ნაწილი მიეკუთვნება სახიფათო ტვირთების კატეგორიას, ამიტომაც აუცილებელია უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვა.
რა არის სახიფათო ტვირთი?
სახიფათოდ ითვლება ისეთი ტვირთები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯამრთელობასა თუ გარემოს. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა, მძღოლებს კი აქვთ გავლილი სპეციალური მომზადება.
გაეროს მიერ სახიფათო ტვირთები დაყოფილია 9 სახეობად:
ფეთქებადი მასალები და საგნები;
შეკუმშული და წნევის ქვეშ გახსნილი გაზები;
ადვილად აალებადი სითხეები;
ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები;
მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები;
შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები;
მჟანგავი ნივთიერებები;
რადიოაქტიური ნივთიერებები;
სხვა სახიფათო ნივთიერებები.
როგორ უნდა მოხდეს სახიფათო ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვა?
იქიდან გამომდინარე, რომ სახიფათო ტვირთებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ გარემოს ან ადამიანის ჯამრთელობას, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი სტანდარტი ISO 16106, რომლის მიზანია აღნიშნული რისკების მინიმიზაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს მიერ დაყოფილ სახიფათო ტვირთების ცხრავე კატეგორიასთან. ასევე, ISO 16106 შესაბამისობაში მოდის ISO 9001 სტანდარტთან.
აღნიშნული სტანდარტი შეიმუშავა მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებულმა
ISO/TC 122/SC 3 კომიტეტმა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა სხვა 26 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავების პროცესში.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comentários