• ნინო პეტრიაშვილი

ISO 22000 : 2018 - რა შეიცვალა?

რატომ ხდება სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები 21-ე საუკუნეში?

სურსათით ვაჭრობის გლობალიზაცია უფრო მეტად ართულებს სურსათის უვნებლობის საკითხს და ISO 22000 სტანდარტის ახალი გამოცემა სწორედ დროული პასუხია ამ სირთულეების წინააღმდეგ.

სურსათის უვნებლობის გამოწვევებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა 2005 წელს გამოცემული ISO 22000 სტანდარტის გადასინჯვა. ახლახანს გამოქვეყნებული ISO 22000:2018 სტანდარტი, სწორედ, სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემაზე და სურსათთან დაკავშირებული რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული. ეს სტანდარტი ახდენს მსოფლიოს მასშტაბით არსებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ჰარმონიზაციას და წარმოადგენს ძლიერ ინსტრუმენტს სურსათის უვნებლობის გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ სამოქმედოდ.


_____________________________________

AFNOR-ის ჯგუფის დირექტორი Olivier Peyrat მის შესავალ სიტყვაში წერს : “To help provide quality products that are safe for consumers to eat, the international test methods contained in these documents aim to establish uniform practices for detecting contamination, optimizing food controls and ensuring fair trade. ISO 22000 on food safety management will help companies identify and control hazards associated with their activities.”

_____________________________________


ISO 22000:2018, „სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები სასურსათო ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ“, სურსათის უვნებლობის მენეჯმენტს წარმოაჩენს მუდმივ გაუმჯობესების პროცესად. სტანდარტი გამოყენებადია სურსათის და ცხოველთა საკვების მწარმოებელი ან მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზიაციის მიერ, მიუხედავად მათი ზომისა თუ მრეწველობის დარგისა.


ახალი გამოცემა ნათელს ჰფენს მრავალ საკითხს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ სტანდარტს. ისო 22000:2018 მოიცავს:

  • მაღალი-დონის სტრუქტურის (HLS) შემოღებას, რაც ამარტივებს ორგანიზაციებისთვის ISO 22000 სტანდარტის ინტეგრირებას მენეჯმენტის სხვა სისტემებთან (როგორებიცაა ISO 9001, ISO 14001 ან ISO 45001).

  • ახლებურ მიდგომას რისკების მიმართ - როგორც სასიცოცხლო კონცეფცია სურსათის წარმოების და მიწოდების ბიზნესში - რომელიც განასხვავებს რისკს ორგანიზაციულ (ბიზნესის) და საოპერაციო დონეებზე.

  • მჭიდრო კავშირებს კოდექს ალიმენტარიუსთან - UN-ის სურსათის ჯგუფთან, რომელიც შეიმუშავებს სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოებს სამთავრობო დონეზე.

_____________________________________

სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ტრენერი და აუდიტორი მზია კუზნეცოვა: „მისასალმებელია, რომ ISO-ს ტექნიკურმა კომიტეტმა - ISO/TC 34, Food products, Subcommittee SC 17, Management systems for food safety - განაახლა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი - ისო 22000 და წარმოგვიდგინა HLS სტრუქტურის სახით.

სტანდარტის ახალ ვერსიაში გამოკვეთილია ორგანიზაციაში სისტემის დაგეგმვის და მისი კონტროლის მექანიზმები, აგრეთვე რისკის შეფასებაზე დაფუძნებული პროცესებისადმი მიდგომა, რაც თავის მხრივ სასურსათო საფრთხეების პრევენციის, კონტროლისა და შემცირებისათვის შემუშავებული და დანერგილი ინსტრუქციებისა და პროცედურების სისტემატიზირებას განაპირობებს.

ახალ ვერსიაში დამატებულია მოთხოვნები კომპანიის სტრუქტურის, პოლიტიკის, სამოქმედო გეგმისა და მიზნების, მენეჯმენტისა და პერსონალის კომპეტენციების, ასევე, არსებული პრაქტიკის ან უკვე დანერგილი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საქმიანობის შეფასებისა და გაუმჯობესების მიმართ.

მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, ისო 22000:2018 სტანდარტში მოცემული მოთხოვნები უფრო მეტი კონკრეტიკით გამოირჩევა, რაც ერთის მხრივ გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს, ხოლო მეორე მხრივ ამარტივებს სისტემის დანერგვისა და შენარჩუნების პროცესს."

_____________________________________


ახალი სტანდარტი გვთავაზობს სურსათის უვნებლობის საფრთხეების დინამიურ კონტროლს და აერთიანებს საზოგადოდ აღიარებულ საკვანძო ელემენტებს:

  • ინტერაქტიულ კომუნიკაციას

  • მენეჯმენტის სისტემის ელემენტებს

  • წინასწარ პროგრამებს (PRPs)

  • საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP პრინციპები).

ISO 22000:2018 აუქმებს და ანაცვლებს ISO 22000:2005 სტანდარტს. 2005 წლის ვერსიით სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს 3 წელი აქვთ ახალი სტანდარტის გამოქვეყნების თარიღიდან ახალ ვერსიაზე გადასასვლელად.


_____________________________________

ISO Consulting-ის კონსულტანტი ქეთევან წულაია: ISO 22000 გლობალურად აღიარებული სტანდარტია და ეხმარება სასურსათო ჯაჭვში ჩართულ ორგანიზაციებს აწარმოონ და/ან მიაწოდონ უვნებელი საბოლოო პროდუქტები. სტანდარტის პირველი გამოცემიდან (2005 წ) დღემდე ბევრი რამ შეიცვალა სასურსათო სექტორში და შესაბამისად, საჭირო იყო ახალი ხედვის, პრაგმატული მიდგომების შემოღება სტანდარტის განახლებულ ვერსიაში. ISO 22000:2018 სტანდარტში არსებული ცვლილებები მიემართება და აძლიერებს სურსათის უვნებლობის საფრთხეების დინამიურ კონტროლს. სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებისა და დანერგვისთვის ორგანიზაციებმა უნდა იქონიონ შედეგიანი შიდა და გარე ინტერაქტიული კომუნიკაცია, სისტემის მენეჯმენტი, წინასწარი პროგრამები (PRPs) და HACCP სისტემა."

_____________________________________


როგორც ყოველთვის, ამჯერადაც “ISO Consulting” გთავაზობთ სრულს სერვისს სტანდარტის განახლებულ ვერსიაზე გადასასვლელად.


ISO 22000:2018 სტანდარტის შემოღებით და დანერგვით თქვენ შეძლებთ:

  • მოიპოვოთ უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებით;

  • გაზარდოთ შესაძლებლობები ბიზნესში

  • იყოთ ბიზნესის მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებულენი

  • აამაღლოთ ბრენდის სანდოობის მაჩვენებელს

  • გაიმარტივოთ მენეჯმენტის სისტემის სხვა სტანდარტებთან ინტეგრაციის პროცესი

  • ჩამოაყალიბოთ სურსათის უვნებლობის მტკიცე კულტურა.

დაგვიკავშირდით დღესვე, რათა შეიტყოთ მეტი.

ISO Consulting - პროფესიონალები პროფესიონალებისთვის


თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.