top of page

ISO 22328-1 - ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებული ზიანის შემცირების მექანიზმი

მსოფლიო წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტ ენერგო თუ საკვებ რესურსს მოიხმარს, რაც გამოწვეულია არამხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ეკონომიკური კეთილდღეობის დონის ზრდითაც. მეტი რესურსის მოპოვების პროცესში კი პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი ადგება, რაც გამოხატულია გლობალური დათბობით, ეკოსისტემის ნგრევით, ატმოსფეროს, ნიადაგისა თუ წყლის დაბინძურებით და ა.შ. ყოველივე კი ეს საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს კაცობრიობას, რადგან იცვლება კლიმატი, იმატებს მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა და უფრო ხშირად ხდება ბუნერივი კატასტროფები. ეკოსისტემა ხომ მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ინარჩუნებდა სტაბილურობას, ხოლო ადამიანთა უხეში ჩარევის გამო, სამწუხაროდ, ეს წონასწორობა დაირღვა და ბუნებრივი კატაკლიზმებიც უკვე აღარ არის მოულოდნელობა ჩვენთვის. როგორც ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ ამბობს, სწორედ მომავალი 100 წელი განსაზღვრავს თუ რა ბედი მოელის კაცობრიობას - განვითარდება და მიაღწევს არნახულ სიმაღლეებს თუ განადგურდება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარება მსოფლიოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად თანამშრომლობით 2015 წლის სექტემბერში წარადგინა სამოქმედო გეგმა - მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც მიზანად ისახავენ კავობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების 2030 წლისთვის დამარცხებას.


თუმცა, სანამ მთელი მსოფლიო მდგრადი განვითარების რელსებზე გადაერთვებეა და დაიწყებს ეკოსისტემის ნგრევისა თუ გლობალური დათბობის ტემპის შემცირებას, მანამდე ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა და გამოწვევაა წინ. განსაკუთრებით ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც უკვე ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ცხადია, ბუნებრივი კატაკლიზმების შეჩერება არც ისე მარტივია და წლობით მუშაობა სჭირდება, რასთანაც ჯერ კიდევ შორსაა კაცობრიობა, თუმცა არსებობს გამოსავალი, რომელიც გულისხმობს ბუნებრივ კატასტროფამდე გარკვეული დროით ადრე შეტყობინების გაგზავნას, რასაც შეუძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს კიდეც. მაგალითად, თუ წინასწარ გვეცოდინება მოახლოებული წყალდიდობის შესახებ, ხალხის ევაკუაციაც დროულად განხორციელება და უკეთ მომზადებულები შევხდებით მას.


სწორედ ამ გამოწვევაზე მუშაობს მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც შეიმუშავა ახალი ISO 22328-1 სახელმძღვანელო, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია წინასწარი გამაფრთხილებელი სისტემის დანერგვა. ასევე, სტანდარტი იძლევა მითითებებს და რეკომენდაციებს, თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატაკლიზმების დროს მოქმედების გეგმა. ISO/TC 292 კომიტეტის ხელმძღვანელის ეისა კირკ გერეს (Åsa Kyrk Gere), რომელიც ჩართული იყო აღნიშნული სტანდარტის შემუშავებაში, აცხადებს რომ:

"კარგად გააზრებული და მომზადებული წინასწარი გაფრთხილების სისტემა საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად გავითვალისწინოთ და უფრო სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება, რაც ფაქტობრივად გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს. ის ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატაკლიზმების ზემოქმედების შემცირებას ეკონომიკაზე, უძრავ ქონებასა და გარემოზე"

ISO 22328-1 სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 292 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 40 საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული, ხოლო ამჟამად 25 ახალ საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაშია ჩართული.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page