top of page

ISO 22341 და ურბანული დაგეგმარება

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ბევრ ქცეყანაში შობადობის ბუმია და ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ჩქარდება. იზრდება ქალაქების რაოდენობაც და ზომაც, რაც დამატებით უამრავ გამოწვევას ქმნის, როგორც ურბანული დაგეგმარების მხრივ, ასევე კრიმინალის დონის ზრდითაც. თუ კაცობრიობამ აღნიშნულ გამოწვევებს სათანადოდ არ უპასუხა, მსოფლიო ნამდვილად ჩაიძირება ქაოსში, რაც გამოხატული იქნება უზარმაზარი ქაოტური განაშენიანების ქალაქებით, ეკოლოგიაზე ნაკლები ზრუნვით, კრიმინალის ზრდით და ასე შემდეგ. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ისეთი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით ამ პრობლემებს გადაჭრის.


იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ქალაქების ზომა და სადამდე შეიძლება მიაღწიოს მისმა მასშტაბებმა მოვიყვანოთ იაპონიიის დედაქალაქის მაგალითი. ტოკიოს მოსახლეობა (ქალაქისა და მისი შემოგარენის - Greater Tokyo Area) 37 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ხოლო ქალაქის მთლიანი ფართობი სცდება 14 ათას კვადრატულ კილომეტრს, რაც მეტია აჭარის, გურიის და სამეგრელო ზემო სვანეთის ფართობების ჯამზე. ამიტომაც რთული წარმოსადგენია, თუ რა რეალობა გველის წინ - 2050 წლისთვის, როდესაც ურბანიზაციის დონე 68%-მდე გაიზრდება. ამასთავანე, მომავლის ქალაქების წარმოდგენისას შესაძლოა გონებაში ამოგვიტივდეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ჰოლივუდური ფილმები, რომლებშიც არსებული ქალაქები სავსეა მფრინავი მანქანებით, უზარმაზარი ცათამბჯენებით, ნეონის განათებებით, ფუტურისრული არქიტექტურით, მაღალი კრიმინალის დონით, ადამიანებით, რომლებიც იტანჯებიან გამოუთქმელი მარტოობის გრძნობით, დაკარგული აქვთ საკუთარი "მეს" ძიების ინსტიქტი და დუნედ მიყვებიან გამეფებულ ცხოვრების წესს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ჩვენში შეიძლება იწვევდეს მომავლისადმი გაუცხოვებას ან შიშს. საინტერესოა, მომავლის ქალაქები მართლაც ასეთი "საშიში" იქნება?


*სურათზე: ქალაქი ტოკიო


საბედნიეროდ მომავლის ქალაქების "ჰოლივუდური" კონცეფცია მხოლოდ ტელეეკრანებზე არსებობს და დღევანდელ რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალაქების ურბანული დაგეგმარების პრობლემებსა და კრიმინალის დონის შემცირებაზე. სწორედ ასეთ ორგანიზაციებს შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც შეიმუშავა ახალი ISO 22341 სტანდარტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია იმდგვარად დაგეგმარდეს ქალაქები, რომ ამან კრიმილის დონის შემცირებას შეუწყოს ხელი. ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა შეამციროს ურბანულმა დაგეგმარებამ კრიმინალი, თუმცა ამ თემაზე დარგის ექსპერტები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მუშაობენ და სწავლობენ ურბანული დასახლებების კონცეფციებსა თუ თავისებურებებს. ატარებდნენ სხვადასხვა კვლევას და აკვირდებიან ყველაზე უფრო უსაფრთხო თუ კრიმინალურ ქალაქებს. სწორედ ამ კვლევებმა გამოკვეთა ურბანული დაგეგმარების ახალი კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს აძლევს საშუალებას ქალაქებში ცხოვრების სტანდარტი ახალ საფეხურზე აიყვანოს.


ISO 22341 სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტების დაკომპლექტებული ISO/TC 292 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 41 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და ამჟამად 24 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

98 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page