ISO 23592 - მომსახურების მაღალი დონე
თანამედროვე ბიზნეს გარემო, რომელიც გაჯერებულია მრავალი კომპანიით და ადგილი აქვს კონკურენციის მაღალ დონეს, კომპანიებს უწევთ კლიენტებს შესთავაზონ მაღალი დონის მომსახურება, რათა მომხმარებლები ლოიალურად განეწყვნონ მათ მიმართ და დარჩნენ მათი ერთგულები. მსგავსი რამ საბაზრო ეკონომიკის გარიჟრაჟზე ბევრი მეწარმისთვის უცხო იყო და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა: მათ შორის კონკურენტების ნაკლებობა, განუვითარებელი საბაზრო სივრცე, ეკონომიკური სიდუხჭირე და ა.შ. თუმცა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებელიც გაცილებით უფრო მომთხოვნი გახდა და კომპანიებსაც სხვა არაფერი დარჩენოდათ იმის გარდა, რომ ფეხი აეწყოთ ახალი რეალობისთვის. თუმცა, მაინც რას ნიშნავს მაღალი დონის მომსახურება? როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომხმარებელი ნამდვილად კმაყოფილია? სწორედ ამის საშალებას გვაძლევს ახლად შემუშავებული ISO 23592 გაიდლაინი.
როგორც უკვე ვახსენეთ, თანამედროვე ბიზნეს გარემოში წარმატების მიღწევის გზა უშუალოდ კმაყოფილ მომხმარებელზე გადის. მეტიც, კმაყოფლი მომხმარებელი ხშირად თავის სანაცნობო წრეში რეკომენდაციას უწევს რჩეულ კომპანიას. კვლევებით კი დასტურდება, რომ ყველაზე უკეთესი მარკეტინგული რეკლამა სწორედ ასეთი ტიპის რჩევებია, რადგან ასე ნდობის მოპოვება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად სატელევიზიო თუ ინტერნეტ რეკლამის დროს. ამავე დროს, თითოული ადამიანი ყოველდღიურად სობით რეკლამით "იბომბება": რეკლამებს შევხდებით ყველგან, როგროც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე ბანერებზე, ინტერნეტში, მოკლეტექსტურ შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებსა და ა.შ. მათგან ნაწილი ჩვენთვის შეუმჩნეველი ან ნაკლებად დასამახსოვრებელია, რაც განპირობებულია ზოგადად რეკლამების სიჭარბით. ამიტომ კომპანიები ეძებენ გზას, მათმა რეკლამამ რაც შეიძლება უკეთ მიიქციოს მომხმარებელთა ყურადღება, ხოლო საუკეთესო რეკლამა, როგორც მსოფლიოს წმაყვანი კომპანიების გამოცდილებამ გვაჩვენა, ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურებაა.
სწორედ ამ უკანასკნელზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ახლახანს შეიმუშავა ISO 23592 სახელმძღვანელო, რომელიც იძლევა ისეთ მითითებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს, განურჩევლათ მათი საქმიანობის სფეროსა თუ ზომისა, მნიშვნელოვნად გაზარდონ მომსახურებს ხარისხი და ამით გაზარდონ შემოსავლები თუ ცნობადობა.
აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობდა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 312 კომიტეტი, რომელიც დაარსდა 2017 წელს და არსებობის ისტორიაში შეიმუშავა 2 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 2 ახალ სტანდარტზე მუშაობს.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comentarios