ISO 26000 - სოციალური პასუხისმგებლობა
2010 წელს მსოფლიოს 500-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით სტანდრტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა ISO 26000 სტანდარტი, რომლის უმთავრესი მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის განმტკიცება და გაძლიერება იყო ბიზნეს სექტორში. სტანდარტმა გამოქვეყნების შემდეგ მალევე მოიპოვა სახელი, როგორც ყველაზე მეტად ინკლუზიური მდგრადი განვითარების ხელმშეწყობმა. 2020 წელს კი აღინიშნება ISO 26000 სტანდარტის შემუშავებიდან 10 წლისთავი. თუმცა, საინტერესოა, რატომ არის მსოფლიოსთვის აღნიშნული სტანდარტი ასე მნიშვნელოვანი?

დღეს-დღეისობით კაცობრიობა განვითარებისა და გარდაქმმნის პროცესშია, განვითარებული, ინდუსტრიული ქვეყნების პარალელურად არსებობს ჯერ კიდევ განვითარებად ქვეყნები, სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და ყოველდღიურად 2 დოლარზე ნაკლკებს გამოიმუშავებს. შესაბამისად, ასეთი ქვეყნები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად განავითარონ ეკონომიკა, რასაც ხშირად სავალალო შედეგები მიაქვს გარემოსთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის: დაბინძურებული ჰაერისა და წყლის გამო ვრცელდება უამრავი დაავადება, მიმდინარეობს ეკოსისტემის ნგრევა, იზრდება სათბური აირების ემისია, მოსახლეობა იძულებულია იმუშაოს მძიმე გრაფიკით დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე და ა.შ. ჩამონათვალი შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ. ხატოვნად რომ ვთქვათ, სასწორის ერთ მხარეს ეკონომიკური განვითარება, ხოლო მეორე მხარეს ეკოსისტემა დევს, ერთ-ერთი მხარის გადაწონვამ კი შესაძლოა სავალალო შედეგები მოიტანოს. უახლესი მონაცემებით თუ იმ ტემპით გაგრძელდა ეკოსისტემის ნგრევა და გარემოს დაბინძურება 2100 წლისთვის ჩვენი მშობლიური პლანეტა გაცილებით არასტუმართმოყვარე გახდება სიცოცხლისთვის, ხოლო ჩვენი მომავალი თაობა გაცილებით მძიმე პირობებში, ბუნერბივი კატაკლიზმებით სავსე სამყაროში იცხოვრებს, სადაც ყოველი მომდევნო მიწისძვრა თუ წყალდიდობა მოულოდნელობა და სუპრიზი აღარ იქნება. ყოველივე აქედან გამომდინარე, საინტერესოა თუ სად არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
მაგალითად, ინდონეზიაში, კუნძულ ჯავას ჩრდილო დასავლეთით მდებარე მდინარე სიტარუმი (citarum) მსოფლიოში ყველაზე უფრო დაბინძურებულ მდინარედ ითვლება, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზიც მდინარის სანაპიროებთან მდებარე ასობით ტექსტილის საწარმოა, რომლებიც სხვადასხვა ქიმიმიური ნივთირებებით, მათ შორის მძიმე მეტალებით, აბინძურებენ მდინარეს. მოსახლებისთვის კი აღნიშნული მდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეადგან სიტარუმი რეგიონში ყველაზე უფრო დიდი მდინარეა, რომლის წყალსაც იყენებენ როგორც სოფლიოს მეურნეობაში, ასევე საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც კი. მეტიც, მდინარე იმდენადაა დაბინძურებული, რომ წყალში ჟანგბადის დონე 0%-მდეა დასული, რის გამოც მდინარეში ცოცხალი არსებები არ ბინადრობენ. ასევე, ლაბორატორიულმა შედეგემა აჩვენა, რომ მდინარის სანაპიროებთან ახლოს მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას აწუხებს ჯამრთელობის მძიმე პრობლემები. მათ შორის ბავშვებს, რომელთა თმების ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მათ ორგანიზმში არსებობს სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში 44-ზე მეტი ქიმიური ნივთირება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მდგრადი განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონე კაცობრიობის სწორი განვითარებუსთვის უმნიშვნელოვანესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კუნძულ ჯავას მკვიდრთა პრობლემები გაცილებით უფრო საყოველთაო გახდეს და მსოფლიოს მდინარეთა უმეტესობამ დაბინძურების ისეთ დონეს მიაღწიოს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.
სწორედ აღნიშნული პრობლემების გამოსწორებას ისახავს მიზნად ISO 26000 სტანდარტი. საბედნიეროდ არსებობს ისეთი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დავაბალანსოთ ეკონომიკური განვითარების დონეც და ეკოლოგიური მდგრადობაც, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის.
ISO 26000 სტანდარტი საკუთარ არსში მოიაზრებს შემდეგ დებულებებს:
ადამიანის უფლებები;
შრომითი პრაქტიკა;
გარემო;
სამართლიანი ოპერაციული პრაქტიკა;
სამომხმარებლო საკითხები და საზოგადოების ჩართულობა და განვითარება.
აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO კომიტეტის მიერ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments