ISO 39001:2012 - საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა

დღევანდელი მსოფლიოსთვის საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია, რადგან საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ყოველწიურად უამრავი ტრაგედია ხდება. საგანგაშოა სიტუაცია საქართველოშიც. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, 6000-ზე მეტ საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა 8000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 517 კი დაიღუპა. ISO 39001:2012 სტადრატი საშუალებას გვაძლევს ეს საგანგაშო სტატისტიკა მნიშვნელოვნად შევამციროთ.
რა არის ISO 39001:2012?
ეს არის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც აერთიანებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უამრავ ელემენტს, მაგალითად: გზის ინფრასტუქტურა, ავტომობილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა და ა.შ. სწორედ ამ ელემენტების კოორდინირებული, სტანდარტიზირებული მოქმედებაა ISO 39001:2012 სტანდარტის მთავარი ამოცანა.
ამ სტადრატის დანერგვით კომპანია მიიღებს შემდეგ სარგებელს:
· შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი;
· შემცირდება საგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობა;
· შემცირდება ასეთი შემთხვევების დროს მიღებული ფინანსური ზარალი;
· ორგანიზაცია უკეთ შეძლებს რესურსების მიმართვას საგზაო უსაფრთხოების რისკებზე.
აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი აპრობირებულია მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციების მიერ და მას უამრავ ქვეყანაში იყენებენ.
“ISO Consulting”-ის პროფესიონალთა გუნდს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ ISO 39001:2012 სტანდარტის დანგვაში.