ISO 50001:2018 - ენერგო მენეჯმენტის განახლებული სტანდარტი
ISO 50001 - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აცნობს ორგანიზაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნებს. ISO-ს წინასწარი პროგნოზით, მოცემულ სტანდარტს შეუძლია გავლენა მოახდინოს მსოფლიოს ენერგომოხმარების 60% -ზე.
ISO 50001:2018 - რა შეიცვალა?
განახლებული სტანდარტი სთხოვს ორგანიზაციებს უფრო ფართოდ გაიხედონ საკუთარ ენერგო მოთხოვნებს მიღმა და გაითვალისწინონ არსებული გარე მოთხოვნები და რისკები. რისკები და შესაძლებლობები უნდა იყოს მიჩნეული მაღალი დონის სტრატეგიული მიმართულების შექმნის ნაწილად, რათა უზრუნველყოს ენერგო მენეჯმენტის პრინციპების გაერთიანება ორგანიზაციის სტრუქტურაში.
ISO 50001:2018 ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მეტი ჩართულობით უფრო მკაფიოდ ამახვილებს ყურადღებას ენერგო საქმიანობის მუდმივ გაუმჯობესებაზე. მოსალოდნელია, რომ ეს განახლებული სტანდარტი, გააუმჯობესებს შედეგიანობას და შეამცირებს ენერგო ხარჯებს; ის, ასევე, საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს შეამცირონ ზემოქმედება გარემოზე და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანნი.
_____________________________________
“With the greater involvement of leadership and employees in ISO 50001:2018, continual improvement in energy performance will become a much stronger focus. The common high level structure will make it easier to integrate into a common management system, improving efficiencies and reducing energy costs; allowing an organisation to be more competitive and potentially leading to reductions in environmental impact,” said Judith Turner - Environment & Energy Technical Manager, Lloyd's Register.
_____________________________________
სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს ექნებათ სამი წელი ახალ სტანდარტზე გადასასვლელად. ISO 50001 სტანდარტის განახლებული სტრუქტურით შემოღება შეესაბამება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ბოლო დროს გადასინჯულს ყველა სტანდარტს, იქნება ეს ISO 9001:2015, ISO 14001:2015, ISO 22000:2018 თუ უახლესი ISO 45001:2018 სტანდარტი, და უზრუნველყოფს, რომ ISO 50001 სტანდარტის ახალ ვერსიას მარტივად შეუძლია ინტეგრირება ამ სტანდარტებთან.
_____________________________________
ლია თამაზაშვილი, Q-HSE კონსულტანტი: “უკვე გამოქვეყნდა ისო 50001 სტანდარტის განახლებული ვერსია, რომელიც ისო 9001 და ისო 14001 სტანდარტების მსგავსად აგებულია ახალ სტრუქტურაზე და ხელს უწყობს სხვადასხვა მენეჯმენტის სისტემების ინტეგრაციას. მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის აღსანიშნავია:
უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ენერგო მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობის მიღწევისთვის;
რისკების და შესაძლებლობების მენეჯმენტი;
ოპერაციული დაგეგმვა და კონტოლი;
ენერგო მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობის მონიტორინგი, დაზომვა, ანალიზი და შეფასება;
ენერგიის ინდიკატორები და სხვა."
_____________________________________
ISO 50001 სტანდარტის დანერგვა ცვლის ორგანიზაციის მიერ ენერგო რესურსების მართვის სტილს და კომპანიებს სთავაზობს მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ საუკეთესო პრატიკას.
შედეგიანი ენერგო მენეჯმენტი არამხოლოდ ზოგავს ენერგიას, ამცირებს დანახარჯებს და კარგია ბიზნესისთვის, არამედ სავალდებულო მოთხოვნაც ხდება საკანონმდებლო დონეზე. 2020 წლიდან გარკვეული კომპანიებისთვის აუცილებელი იქნება ენერგო მენეჯმენტის სისტემის დანერგვა. ამისათვის კი ISO 50001 სტანდარტი საუკეთესო საშუალებაა, რათა შეიმუშაოთ და დანერგოთ საერთაშორისოდ აღიარებული და გამოცდილი მენეჯმენტის სისტემა.
"ISO Consulting"-ის გამოცდილი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია, რათა შეიმუშაოთ და დანერგოთ შედეგიანი ენერგო მენეჯმენტის სისტემა.“
Comentários