• ნინო პეტრიაშვილი

ISO/IEC Guide 41 - განახლებული სახელმძღვანელო შეფუთვის შესახებ

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა შეფუთვის ისეთ მოკრძალებულ საშუალებებს იყენებდა, როგორიც გოგრა და თიხის ქოთნებია, მან ცვლილებების დიდი გზა განვლო. დღესდღეისობით, შეფუთვა ბევრად კომპლექსურია, გარდა იმისა, რომ ის საჭიროებს უსაფრთხოებას და მდგრადობას მან, ასევე, უნდა შეინარჩუნოს მიმზიდველობა და ფუნქციონალურობა. ახლახანს შესწორდა საერთაშორისო გზამკვლევი, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს უზრუნველყონ ისეთი შეფუთვა, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლების მზარდ მოთხოვნებს.



დღესდღეისობით შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს არამხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ უნდა იყოს მიმზიდველი მომხმარებლებისთვის და ეხმარებოდეს მათ დასაბუთებული არჩევანის გაკეთებაში. ISO/IEC Guide 41 "შეფუთვა - რეკომენდაციები სამომხმარებლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად", ISO- სა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) მიერ ერთობლივად გამოქვეყნებული სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს პროდუქტის დიზაინერების, მწარმოებლების, მარეგულირებლებისა და შეფუთვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის - მათ შორის სტანდარტების დეველოპერებისთვისაც.

______________________________________

Christine Heemskerk, Co-Convenor of the ISO working group said:

“Consumers will directly benefit from industry use of the revised guide, with safer, more appropriate and informative packaging,”


Fellow Convenor, Sandra Herrera, a standards specialist at ICONTEC, ISO’s member for Colombia, agrees:

“ISO/IEC Guide 41 will optimize product packaging by providing international best practice and guidance on everything from ensuring the packaging protects the product effectively, to labelling information and environmental impact, such as reuse and recycling.”


______________________________________



შეფუთვის ისტორია


შეფუთვის ისტორია 3500 წლის წინ იწყება, როდესაც ეგვიპტეში პირველად გამოიყენეს მინის ბოთლი, შემდეგი იყო ჩინეთი მისი თუთის ქერქის კონტეინერებით და ნაპოლეონის მიერ დაკონსერვებული საკვების ხელშეწყობა. დიზაინი და ბრენდირება კი 1890-იან წლებში დაიწყო, როდესაც NABISCO- მ შექმნა პირველი ბრენდირებული სამომხმარებლო პაკეტი.ჩვენს დროში, პლასტმასი შეფუთვების ვეტერანია, ხოლო გადამუშავება, ბრენდინგის გაზრდილი შესაძლებლობები და სერიალიზებული შეფუთვა იქცევენ მედიის ყურადღებას.


ISO Consulting - Professionals for professionals



თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.