ISO/IEC TS 29140 და ხარისხიანი ონლაინ სწავლება

ონლაინ სწავლების მეთოდი არასდროს ყოფილა იმაზე უფრო აქტუალური, როგორც დღესაა. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული სასწავლებლების დიდი ნაწილი გადასულია ონლაინ სწავლებაზე. სხვა გამოსავალი არ არსებობს, სანამ პანდემია ჯერ კიდევ მძლავრობს და ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსის მეორე ტალღაა, რომელიც პირველთან შედარებით გაცილებით უფრო მძლავრი აღმოჩნდა. ამიტომაც აუცილებელია ონლაინ სწავლების მეთოდებმა შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლოს სწავლების აქამდე არსებული მიდგომები. გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიომ უნდა შეძლოს ონლაინ სწავლა და მუშაობა, რათა ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს სტაბილურობა. თუმცა, საინტერესოა რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ონლაინ სწავლება გახდეს უფრო შედეგიანი?

სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა დაიხვეწოს ონლაინ სწავლების მეთოდები და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესი, საინტერესოა რამდენად შეუძლია მსოფლიო მოსახლეობას სწავლების ასეთ მეთოდზე გადასვლა? ონლაინ სწავლებისთვის ხომ აუცილებელია ინტერნეტი, კომპიუტერი ან ლეპტოპი, ამ დანადგარების მოხმარების ცოდნა და ა.შ.განვითარებული ქვეყნებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თითქმის ყველა ოჯახში არის სწრაფი ინტერნეტი და კომპიუტერი, თუმცა როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას განვითარებადი ქვეყნები? ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს და ყოველდღე საკვებისა და წყლის მოპოვებისთვის იბრძვის, რთულია ვივარაუდოთ რომ სწავლების ონლაინ ფორმატს აუწყობენ ფეხს.


მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არსებობს გამოსავალი, რომელიც კაცობრიობას სმარტფონების სახით მოევლინა. მობილური ტელეფონი მსოფლიო მოსახლების უმეტესობას აქვს, არსებობს ისეთი მოდელები, რომლებიც ღარიბი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომია. მაგალითად ინდოეთში არსებობს სმარტფონი, რომელიც სულ რაღაც 4 დოლარი ღირს, უკავშირდება ინტერნეტს, შესაძლებელია აპლიკაციების ჩაწერა, აქვს კამერა და ა.შ. მეტიც, მეორადი მობილური ტელეფონების ბაზარზე ასეთი სმარტფონების შეძენა კიდევ უფრო დაბალ ფასად არის შესაძლებელი. უახლესი მონაცემებით მსოფლიოში 5,11 მილიარდ ადამიანს აქვს სმარტფონი და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.


ასე რომ, სმარტფონებს უდიდესი როლი აქვთ დღევანდელ მსოფლიოში, რადგან სწორედ მათი დახმარებით იღებს მრავალი ბავშვი განათლებას. ISO-ს ახალი ტექნიკური სპეციფიკაციაც ISO/IEC TS 29140 სწორედ მობილური ტელეფონების საშუალებით ონლაინ სწავლებაზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნული ტექნიკური სპეციფიკაციის დახმარებით ონლაინ სწავლება სმარტფონის დახმარებით გახდება კიდევ უფრო ეფექტური. დოკუმენტში მოცემულია გნმარტებები მობილური ტელეფონისა თუ ონლაინ სწავლების შესახებ, ასევე მოცემულია ინფორმაცია, რომელიც ეხმარება სტუდენტებს მაქსიმალურად ჩართული იყვნენ ონლაინ სწავლების მიმდინარეობისას და ა.შ.


აღნიშნული სპეციფიკაცია შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/IEC JTC 1/SC 36 კომიტეტის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების მხრივ. აღნიშნულ კომიტეტს უკვე შემუშავებული აქვს 53 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 9 ახალ სტანდარტზე მუშაობს.



ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.