• გიორგი კიკაძე

ISO/PAS 23263 - უკეთესი ხარისხის საზღვაო საწვავისთვის

როდესაც ჰაერის დაბინძურებასა და გლობალურ დათბობაზე ვფიქრობთ, მაშინვე გვახსენდება მილიონობით საგზაო თუ საჰაერო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ატმოსფეროს მნიშვნელოვნად აბინძურებს. თუმცა, არანაკლები პრობლემაა საზღვაო სატრანსპორტო თუ სამხედრო საშუალებების მიერ გარემოს დაბინძურება. მით უმეტეს, 2018 წლის მონაცემებით 150 ათასზე მეტი სხვადასხვა ზომის გემი ოპერირებს მსოფლიო მასშტაბით (აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ საზღვაო მოძრაობის ონლაინ რუკას) ასევე აღსანიშნავია, რომ საზღვაო საწვავი, რომელსაც თითქმის ყველა საზღვაო ტრანსპორტი იყენებს შეიცავს გოგირდს, რომელიც გარემოსთვის საზიანოა.

ზემოთხსენებული პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე სტანდარტიზაციის საერთაშრისო ორგანიზაციამ აქტიური მუშაობა დაიწყო როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO), ასევე საზღვაო საწვავით მომმარაგებლებთან, გემების მეპატრონეებთან და გემების ძრავის დიზაინერებთან, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელი იყო საწვავში გოგირდის პროცენტული წილი შემცირებულიყო. აქამდე არსებული სტანდარტის მიხედვით საწვავში გოგირდის დასაშვები დონე 3.5%-ია. თუმცა, ახალი გეგმის მიხედვით ეს ნიშნული 2020 წლის 1 იავნრიდან 0.5% ნიშნულამდე უნდა ჩამოვიდეს.

თუ აღნიშნული გეგმა წარმატებით განხორციელდა, გარემოს დაბინძურება საზღვაო ხომალდების მიერ მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა, ეს საკმარისი როდია. ამიტომაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს მუშაობას უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.

*საზღვაო მოძრაობის ონლაინ რუკა

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.