• Vano Didberidze

ISO 39001:2012 - საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა

დღევანდელი მსოფლიოსთვის საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია, რადგან საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ყოველწიურად უამრავი ტრაგედია ხდება. საგანგაშოა სიტუაცია საქართველოშიც.


2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, 6452 საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა 9047 ადამიანი, ხოლო 459 კი დაიღუპა. ISO 39001:2012 სტადრატის გამოყენებით შესაძლებელია ეს საგანგაშო სტატისტიკა მნიშვნელოვნად შევამციროთ.



რა არის ISO 39001:2012 ?


ISO 39001 სტანდარტი შემუშავდა 40 განვითარებული ქვეყნის ექსპერტის და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი აქტივობით, მათ შორის "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია", "მსოფლიო ბანკი" და "საერთაშორისო საგზაო ფედერაცია".


ეს არის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც აერთიანებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უამრავ ელემენტს, მაგალითად: საგზაო ინფრასტუქტურა, ავტომობილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა და ა.შ. სწორედ ამ ელემენტების კოორდინირებული და სტანდარტიზირებული მოქმედებაა ISO 39001:2012 სტანდარტის მთავარი ამოცანა.



ვისთვის არის ISO 39001 სტანდარტის გამოყენება რელევანტური?


ISO 39001 რელევანტური იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.


სტანდარტი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს სახელმწიფოსთვის, ავტოპარკის მფლობელთათვის და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მსოფლიო მასშტაბით, რომელთაც სურთ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს შეამცირონ დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი.


ISO 39001 სტანდარტი ადგენს მოთხოვნების ერთობლიობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი ასპექტების მიმართ, რომელიც მოიცავს სიჩქარეს, ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას და მძღოლის გათვითცნობიერებას.


ISO 39001:2012 სტადრატის დანერგვით როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს შეუძლია მიიღოს მრავალი სარგებელი, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა;

  • საგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ნაკლები რაოდენობა;

  • შემცირებული ფინანსური ზარალი, რაც შეიძლება თან ახლდეს ავტოსაგზაო შემთხვევას;

  • რესურსების რაციონალური მიმართვა საგზაო უსაფრთხოების რისკებზე და სხვა.


ISO 39001 საერთაშორისო სტანდარტი აპრობირებულია მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციების მიერ და მას უამრავ ქვეყანაში იყენებენ.



ISO Consulting-ის პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის მზად არის დახმარება გაგიწიოთ ISO 39001:2012 სტანდარტის დანერგვასა და შედეგიან გამოყენებაში.


ISO Consulting- Professionals for professionals



თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.