top of page

ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და UNIDO-ს ხელშეწყობა

ენერგიის ეფექტურად მოხმარება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ამ უკანასკნელზე გაზრდილი მოთხოვნა კი კლიმატური ცვლილებების საწინდარია. დარგის ექსპერთა დასკვნით, სათბური აირების 60 % ატმოსფეროში ადამიანთა მხრიდან სხვადასხვა ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შედეგად გამოიყოფა. ამავე დროს, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდ ადამიანს არ აქვს საკმარისი წვდომა ელექტროენერგიაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგოეფექტურობის უდიდეს მნიშვნელობას. და მაინც, რა უნდა გააკეთოს მსოფლიომ ენერგიის კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარებისთვის?




ენერგოეფექტურობის გარეშე მსოფლიოს დიდი მომავალი არ აქვს, რადგან დედამიწის სასარგებლო წიაღისეული ამოწურვადია და არ არის მუდმივი. ასევე, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის ათვისებაც. ამიტომაც ყველა ქვეყანა ცდილობს ენერგიის ეფექტურად მოხმარებას. გამონაკლისი არც საქართველოა : 2020 წლის 21 მაისს მიღებულ იქნება კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ. ახალი კანონის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოში ენერგოეფექტურობის ბაზრის მომავალი განვითარებისთვის და მისი პოლიტიკის ჩარჩოს და პროგრამების შემდგომი გაძლიერებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნებოდა პროგრესი ამ სფეროში, დღეს ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი მაინც დაბალ დონეზეა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე 2-2.5-ჯერ ნაკლებ ეფექტიანობას აჩვენებს.


ყოველივე აქედან გამომდინარე, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის (EnMS) ხელშეწყობის პროგრამას კერძო სექტორისთვის, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის. 2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართება შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რომელთაც სურთ ჩაერთონ UNIDO-ს პროექტში და მიიღონ შესაბამისი დახმარება.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც სურთ შეხვედრაზე დასწრება აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია.

შეხვედრა შედგება ZOOM აპლიკაციით.

დასწრება თავისუფალია.


იხილეთ ვებინარის ჩანაწერი შემდეგ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Tel.: 211 44 10

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


417 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page