top of page
UNIDO-ს პროგრამა ენერგომენეჯმენტის სისტე

UNIDO-ს პროგრამა -

ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ISO 50001 სერტიფიცირება

რეგისტრაცია სრულდება - 2020 წლის 15 დეკემბერს.

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს "ენერგომენეჯმენტის სისტემის (EnMS) ხელშეწყობის პროგრამას" კერძო სექტორისთვის, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის.

ISO Consulting” შერჩეულ იქნა როგორც პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია საქართველოში.

პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ დაინტერესებული ორგანიზაციების შერჩევა, რომლებსაც სურთ დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და მიაღწიონ ISO 50001 სერტიფიკაციას.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ.

პროგრამა აგებულია ენერგომენეჯმენტის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებზე და მოიცავს ენერგომენეჯმენტის სისტემის (ISO 50001) დანერგისთვის აუცილებელ სავარჯიშოებს, რომელთა პრაქტიკული იმპლიმენტაცია უზრუნველყოფს ენერგეტიკული მაჩვენებლების გაუმჯობესებას (EnPI) და ენერგოდანაზოგების მიღწევას (kWh) ორგანიზაციებში.

 

პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელთაც სურთ დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და მიაღწიონ ენერგოეფექტურობას.

 

UNIDO-ს პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  1. ენერგომენეჯმენტის სისტემის დაგეგმვა;

  2. ანალიტიკური მეთოდების გამოყენება ენერგეტიკული მაჩვენებლების განსაზღვრისთვის (EnPI);

  3. ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ოპერირება;

  4. შიდა აუდიტი და მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვა.

პროგრამის შედეგიანობის გასაუმჯობესებლად, მოდულებს შორის ჩატარდება ტრენერებისა და მონაწილეების ინდივიდუალური შეხვედრები/ კონსულტაციები, რათა მოხდეს ორგანზიაციებში ენერგომენეჯმენტის სისტემის იმპლიმენტაციის მონიტორინგი და შედგეს უკუკავშირი.

ამავდროულად, პროგრამის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გახდნენ სერტიფიცირებულნი და მიიღონ UNIDO-ს ენერგომენეჯმენტის პრაქტიკოსის“ საერთაშორისო კვალიფიკაცია.

 

პროგრამით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გთხოვთ გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

bottom of page