Vano Didberidze

fullDate

HACCP ტრენინგი თხილის საწარმოებში

"HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება"

2016 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ზუგდიდში, კომპანია ‘‘აგროსახლის’ სატრენინგო დარბაზში ჩატარდა საჯარო ტრენინგი „HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება“. მასში მონაწილეობა მიიღეს თხილის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებმა: შპს ‘‘აგრიჯორჯია’’, შპს ‘‘ევროჰაზელ’’, შპს ‘‘ჯეოდემო’’ და შპს ‘‘ვესტნათი’’.

ჩვენი HACCP ტრენინგის პაკეტი შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში, Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ. ტრენინგს უძღვებოდნენ ISO Consulting-ის და Lloyd’s-ის ავტორიზებული ტრენერები - მზია კუზნეცოვა და ივანე დიდბერიძე, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების გამოცდილება სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მენეჯმენტის სისტემებში.

კურსის იყო მოდიფიცირებული ნატურალური თხილის გულის საწარმოო პროცესისათვის. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ:

  • აღეწერათ, Codex Alimentarius-ის HACCP სისტემის 7 პრინციპი და გამოეყენებინათ ისინი თხილის გულის გადამუშავების საწარმოო პროცესებზე

  • ჩაეტარებინათ თხილის გულის წარმოების HACCP კვლევა, რათა განესაზღვრათ საფრთხეები თხილის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში, დაედგინათ კონტროლის ღონისძიებები და მოეფიქრებინათ მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მეთოდები

  • განესაზღვრათ HACCP სისტემის შემუშავების, დანერგვისა და შენარჩუნების პოტენციური სარგებელი და მოსალოდნელი სირთულეები თავიანთ საწარმოებში

  • გაცნობოდნენ, თუ როგორ შეიძლება შეუთავსდეს HACCP სისტემა ISO 22000 და ISO 9001 სტანდარტებზე დაფუძნებულ მენეჯმენტის სისტემებს.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ მონაწილეებს გამოხატული ინტერესისთვის და ტრენინგში აქტიური ჩართულობისთვის.

ISO Consulting ადმინისტრაცია.

    109
    0