top of page

HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება

ტრენერი - ქეთევან წულაია

ღირებულება - 120 £ (ექვივალენტი ლარში)

ხანგძლივობა - 12 საათი

თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:

  • თქვენ მუშაობთ სასურსათის წარმოებაში და არ იცნობთ HACCP პრინციპებს

  • ​თქვენ გსურთ შეიმუშაოთ და დანერგოთ კოდექს ალიმენტარიუსის და მენეჯმენტის სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული HACCP-ის მტკიცე სისტემა.

თქვენ შეისწავლით:

  • კოდექს ალიმენტარიუსის მოთხოვნებზე დაფუძნებულ HACCP პრინციპებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას

  • HACCP სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის და შენარჩუნების პოტენციურ სარგებელს და მოსალოდნელ სირთულეებს

  • როგორ შეუთავსოთ HACCP სისტემა ისო 9001 და ისო 22000 სტანდარტებზე დაფუძნებულ მენეჯმენტის სისტემებს

  • როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია.

  • სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "LRQA"-ის ლონდონის აკადემიის მიერ. მონაწილეები მიიღებენ "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • სასურსათო ჯაჭვში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო ენა

  • ქართული

რეგისტრაცია

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა

სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის

ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხოვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.

 

დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები

თამთა ზაქარეიშვილი
კომპანია "ჩირინა"

"მასალები იყო მარტივად გასაგები და აღქმადი. არაჩვეულებრივი პროფესიონალები თავიანთი საქმის და სპეციალობის"

ირინა ქიტიშვილი
კომპანია "IDS BORJOMI"

"ტრენერს აქვს კარგი გადმოცემის სტილი, მშვიდი და არამონოტორული, შეუძლია აუდიტორიის ჩართვა და კონტროლი. ტრენინგის მასალები და დიზაინი სრულად აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს".

ნატალია რეხვიაშვილი
კომპანია "აბდ ჯორჯია"

"მასალები გარკვევით იყო მოწოდებული და ძალიან საინტერესოა საკითხავად. ტრენინგის სტილი ძალიან კარგად არის მორგებული მსმენელებისთვის, ტრენერებს აქვთ შესანიშნავი გადმოცემის უნარი. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ძალიან გამომადგება ჩემს კომპანიაში, რომელშიც HACCP სისტემა არის დანერგილი. ამ ტრენინგით შევძელი სრულად გავცნობოდი HACCP სისტემას"

bottom of page