ISO Consulting Blog

fullDate

„ვესთ საიდ ლენდსმა" წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P და GRASP მოთხოვნების შესაბამისად

post.update-date

2022 წლის 26 ივნისს ლურჯი მოცვის მწარმოებელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ვესთ საიდ ლენდს“ კომპანია "ISO Consulting" -ის დახმარებით წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P v.5.4-1 და GRASP (GlobalGAP Risk assessment on social practice) v.1.3-1 მოთხოვნების შესაბამისად.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ვესთ საიდ ლენდს“ დაარსდა 2018 წელს და მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნარაზენი. კოოპერატივის საკუთრებაშია 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 8 ჰექტარზე გაშენებულია ლურჯი მოცვის პლანტაცია.

GRASP სერტიფიცირება ეხება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვას სასოფლო-სამეურნეო ფერმებში. მისი მთავარი მიზანია დანერგოს კარგი სოციალური მენეჯმენტის პრაქტიკა სამუშაო ადგილას, გააუმჯობესოს კომუნიკაციის არხები მენეჯმენტსა და დანარჩენ დასაქმებულებს შორის, კომპანიამ მნიშვნელოვნად აამაღლოს საკუთარი იმიჯი მომწოდებლებისა და მომხმარებლების თვალში და ა.შ.

GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.

GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.

დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    121
    0