top of page
Agricultural Fields
GLOBALG.A.P.
GLOBALG.A.P.
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები

აგრარულ მეურნეობაში ბრენდების მფლობელებსა და ფერმერების გლობალური ჯაჭვი უვნებელი სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების მიზნით

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

GLOBALG.A.P (ყოფილი EUREPGAP) არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.

 

მომხმარებლის, ვაჭრების და მათი გლობალური მომწოდებლების მოთხოვნის საპასუხოდ, ევროპის საცალო მოვაჭრეთა ჯგუფმა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სერტიფიკაციის მიზნით, შექმნა და დანერგა სექტორული სტანდარტების სერია.

როგორც ორგანიზაცია, GLOBALG.A.P სათავეს იღებს 1997 წლიდან. ბრიტანელი მოვაჭრეების ევროპის სუპერმარკეტებთან მუშაობის შედეგად, ნათელი გახდა მომხმარებლის ინტერესი პროდუქტის უვნებლობის, გარემოზე ზემოქმედების, მუშების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის, აგრეთვე ცხოველთა უსაფრთხოების და დაცვის მიმართ. 

საბოლოოდ გადაწყვიტეს: მოეხდინათ მათი საკუთარი სტანდარტების და პროცედურების ჰარმონიზება და შეექმნათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის დამოუკიდებელი სერტიფიკაციის სისტემა.

GLOBALG.A.P სქემის უპირატესობები

GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ გთვაზობთ GLOBALG.A.P. მოთხოვნების გაცნობის ტრენინგს, ისევე როგორც HACCP და ISO 9001:2015 ტრენინგებს, სისტემების დასანერგად და შესანარჩუნებლად.

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ GLOBALG.A.P სქემასთან შესაბამისობის ანალიზი, რათა შეადაროთ თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პრაქტიკა GLOBALG.A.P სქემის მოთხოვნებს. შედეგად, თქვენ მიიღებთ თქვენს სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

bottom of page