ISO Consulting Blog

fullDate

ტრენინგი - HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება

post.update-date

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება".

თარიღი: 14 თებერვალი, 2023 წელი.

ღირებულება: 105 ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარში.

ლოკაცია: თბილისი.

ტრენინგის შესახებ:

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულმა ცვლილებებმა და ევროკავშირთან ასოცირების საკითხების გააქტიურებამ, გააძლიერეს HACCP პრინციპების მნიშვნელობა.

წინამდებარე კურსი გაგაცნობთ HACCP-ის პრინციპებს, რომელიც მოცემულია Codex Alimentarius-ის მიერ და შეგასწავლით, როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.
 

კურსის მიმდინარეობისას თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ სურსათის წარმოებისა და მიწოდების პროცესში.

ცალკე განხილულია საკანონმდებლო მოთხოვნების და წინასწარი პროგრამების (PRPs) როლი და მათი ურთიერთკავშირი HACCP პრინციპებთან.

დასასრულს მოცემულია კავშირი ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის, რათა უფრო მკაფიოდ გაათვითცნობიეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული მიდგომის სარგებელი.

სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "LRQA"-ის ლონდონის აკადემიის მიერ. მონაწილეები მიიღებენ "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს.

ტრენინგის პროგრამა:

რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 2023 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 120 ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარში (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).

გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 12 თებერვლისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.

მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და LRQA-დან სერტიფიკატების მისაღებად).

ღირებულება მოიცავს:

  • ვორკშოპს;

  • HACCP-ის გზამკვლევს ქართულ ენაზე.

  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;

  • "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 592 - 24 36 39

ან მოგვწერეთ: pr@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    451
    0