HACCP

სურსათის უვნებლობის სისტემები

HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად იზრდება სურსათის მრეწველობაში და ხდება უნივერსალური მეთოდი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად მსოფლიოს მასშტაბით.

"სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო" რეკომენდაციას უწევს კოდექს ალიმენტარიუსის HACCP სისტემას, როგორც მომხმარებლის დაცვის ყველაზე კარგ საშუალებას სურსათის წარმოების და მიწოდების ბიზნესში.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, HACCP სისტემა - ეს არის საუკეთესო გზა, რომლის საშუალებით სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები იცავენ საკუთარ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისგან.

თავდაპირველად, HACCP შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის (NASA) ეროვნული სამმართველოს პროგრამისთვის. მოგვიანებით იგი შემოღებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) Codex Alimentarius-ის კომისიის მიერ, რომელმაც გამოსცა, როგორც სტანდარტი CAC/RCPP1-1969 (გადაიწერეთ PDF ფაილი).

HACCP პრინციპები მოითხოვს, საფრთხის ანალიზისა და რისკის შეფასების სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე.

HACCP სისტემის უპირატესობები

  • შეუზღუდავი გამოყენების სფერო - HACCP შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათო ჯაჭვში, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე. აგრეთვე HACCP სისტემა დაგეხმარებათ რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებასა და სურსათის უვნებლობის პრობლემებზე დროულ რეაგირებაში.

  • თქვენი ვალდებულება - სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ოფიციალური მიდგომა, დაგეხმარებათ, წარმოაჩინოთ თქვენი ვალდებულება საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებით, რადგან ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს HACCP სისტემას.

  • ექსპორტის პოტენციალი - ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას სურსათის უვნებლობის მიმართ მყიდველის ნდობის ამაღლებით.

  • კომპეტენტუნარიანობა - თქვენს კონკურენტებთან შედარებით თქვენ გახდებით გამორჩეული, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ უფრო სანდო მიმწოდებელი.

  • ინტეგრირება მენეჯმენტის სისტემის სტანდარტებთან - რადგან HACCP სისტემა გამოიყენება წარმოების, შენახვისა და მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე, იგი მარტივად ინტეგრირდება სხვა მენეჯმენტის სისტემებთან, როგორებიცაა ისო 9001, ისო 14001 და სხვა.

ვის შეუძლია გამოიყენოს HACCP სისტემა?

რატომ ISO Consulting?

ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების მიერ, წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, დაგეხმარებათ HACCP სისტემის გამოყენებასა და ადაპტაციაში.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ...

გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd's-ის მიერ შემუშავებული HACCP ტრენინგი, რომელიც ადაპტირებულია თქვენი წარმოების და მომსახურების პროცესებზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების გათვითცნობიერებას და მოტივაციას, მეტი პასუხისმგებლობით აკონტროლონ სურსათის უვნებლობის საფრთხეები და დაიცვან ჰიგიენის წესები.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

 

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის სისტემასა და HACCP სისტემის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის ან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

 

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

HACCP სისტემა გამოიყენება სურსათის მომზადების, შენახვის ან მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე.

HACCP გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უვნებელი სურსათის ან ფარმაცევტული ნაწარმის მისაწოდებლად. 

 

HACCP სისტემის წარმატებით გამოყენება მოითხოვს ხელმძღვანელობის სრულ ვალდებულებას და მენეჯმენტისა და სამუშაო ძალის სრულ ჩართვას ამ სისტემაში. იგი, აგრეთვე, მოითხოვს გუნდურ მიდგომას.

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.