ISO Consulting Blog

fullDate

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ნარგავების კულტურის ეფექტურად განვითარებისთვის

2023 წლის 28 მარტს შპს "ისო კონსალტინგსა" და შპს "ლურჯ ბაღს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ფარგლებში ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ნარგავების კულტურის გაშენების/განვითარების ეფექტურად განხორციელებისთვის.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო ბაზრების დაკავებას. ეს ყველაფერი კი ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს განავითაროს სოფლის მეურნეობა, ძალიან მნიშვნელოვანია.

მემორანდუმის ფარგლებში გამოიყო ის საერთო მიზნები და ინტერესები, რომლებზეც ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ:

  • სოფლის მეურნეობის გაძლიერება;

  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;

  • საოქსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვება;

  • ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფა;

  • სოფლად ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების სტიმულირება;

  • გარემოსთან ადაპტირებული, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გავრცელება და ბიო/ორგანული წარმოების განვითარების ხელშეწყობა;

  • აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა.

ISO Consulting-ი სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და მომხმარებელთა უზრუნველყოფას თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატებული ოპერირებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტით, ცოდნითა და გამოსავალით, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას.

შეიტყვეთ მეტი ჩვენს შესახებ.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    60
    0