ჩვენს შესახებ

 

„მენეჯმენტის სისტემებმა ორგანიზაციებს საშუალება უნდა მისცენ, ისწავლონ წარსულიდან, მართონ აწმყო და მოემზადონ მომავლისთვის.“

კომპანია “ISO Consulting” წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების, ტრენერების და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს მენეჯმენტის სისტემების სხვადასხვა დისციპლინებში.

2004 წლიდან დღემდე, ჩვენს ადგილობრივ კონსულტანტებს დაუგროვდათ დიდი გამოცდილება ISO სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიკაციაში.

2012 წელს, დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, ჩამოყალიბდა საკონსულტაციო ორგანიზაცია - “ISO Consulting”, რომელიც იმავდროულად გახდა ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd’s-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზაციულ განვითარებას ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებით.

2013 წელს ჩვენ გავხდით პირველი ქართული ორგანიზაცია და დღემდე ვართ ერთადერთი, რომელსაც შეუძლია IRCA-ს მიერ დამტკიცებული ტრენინგების მშობლიურ (ქართულ) ენაზე მიწოდება. ტრენინგის პროგრამები შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში Lloyd’s Register” (UK) მიერ. გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენი ტრენინგის მონაწილეების 100% კვლავ სიამოვნებით დაესწრება ჩვენს სხვა ტრენინგებს.

ჩვენ წარმოვადგენთ პირველ ქართულ ორგანიზაციას, რომელმაც შეძლო CE ნიშანდების ყველაზე რთული პროექტის განხორციელება და 2014 წელს სამედიცინო სექტორში განვახორციელეთ CE ნიშანდება ქართული ორგანიზაციისათვის.

2016 წელს „ISO Consulting“ გამორჩეულ იქნა USAID/REAP-ის მიერ APMA-ს აგრარულ სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების ISO და HACCP სერტიფიკაციის საუკეთესო შედეგების მიღწევით და დაჯილდოვდა „წარმატების სერთიფიკატით“.

2017 წელს, გადავამზადეთ ადგილობრივი კადრები, რომლებიც გახდნენ აკრედიტებული საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოების კონტრაქტორი აუდიტორები, რომლებმაც უკვე მრავალ ორგანიზაციაში წარმატებით ჩაატარეს ISO 9001, ISO 22000, HACCP და FSSC 22000 აუდიტები.

2018 წელს, პირველად ამიერკავკასიაში, ჩვენმა ადგილობრივმა კონსულტანტებმა, შესაბამისი ტრენინგების შემდეგ, მიიღეს, IFS-ის მიერ ავტორიზაცია და გახდნენ IFS-ის სერტიფიცირებული კონსულტანტები, შედეგად რეგისტრირდებიან IFS-ის ბაზაში.

2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ჩვენ ვემსახურებით 130+ ორგანიზაციას საქართველოში. ამჟამად ორგანიზაციაში დასაქმებულია 11 ადგილობრივი და რამდენიმე უცხოელი მოწვეული სპეციალისტი, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს.

Data on a Touch Pad

ჩვენი მისია, ხედვა და მიზნები

ჩვენი მისიაა - საზოგადოებაში დავამკვიდროთ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების, მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი ხედვაა - ჩვენი ​ყოველდღიური საქმიანობით შევქმნათ დამატებითი ფასეულობა ჩვენი კლიენტებისთვის, რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ მიწოდების ჯაჭვი და ამაღლდეს პროდუქციის და მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება და საიმედოობა.

ჩვენი მიზანია - ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლები თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატებული ოპერირებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტით, ცოდნითა და გამოსავალით, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას.

ჩვენი გუნდი

ჩვენი კლიენტები

NEW Logo ISO-jpg 7.png

...პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.